Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 18, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (ბმული 1; ბმული 2), რომელშიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერების ბერდია სიჭინავასა და გიორგი გახარიას ვიდეოკოლაჟია მოცემული (არქივირებული ბმული 1, 2). ვიდეოკოლაჟში ორი პოლიტიკოსის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებაა გადაბმული და თან ერთვის აღწერა „ერთმანეთში მაინც მოილაპარაკეთ ხოლმე” და “როცა ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს”. ერთიანობაში, პოსტის აღწერა და ვიდეო ამტკიცებს, რომ პარტიის ლიდერების პოზიციები შეუთანხმებელი და ურთიერთგამომრიცხავია.

პირველი ვიდეო, რომელიც კოლაჟშია მოცემული, არის ნაწყვეტი ბერდია სიჭინავას გამოსვლიდან პოლიტიკური პარტიების გაუქმების საქმის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ნოემბრის სხდომაზე, როდესაც პოლიტიკოსი მოსამართლეთა პლენუმის კითხვებს პასუხობდა. მეორე ვიდეოში მოცემულია ნაწყვეტი გიორგი გახარიას პასუხიდან დიანა ტრაპაიძის შეკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გახარიას სატელევიზიო მედიებთან შეხვედრის დროს 2021 წლის 31 მაისს დაუსვა.

ვიდეოში მოყვანილი ნაწყვეტი არის ბერდია სიჭინავას პასუხი ევა გოცირიძის კითხვაზე. მოსამართლეთა პლენუმის წევრმა ევა გოცირიძემ ბერდია სიჭინავას ჰკითხა: “ერთი ჩემი შეკითხვა ასევე უკავშირდება გახარიას და მის გადადგომას ბატონი მელიას, ასე ვთქვათ, დაკავების წინ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას, რატომ გადადგა გახარია?”.

კითხვაზე პასუხი გაცილებით ვრცელია, ვიდრე მოჭრილ ვიდეოშია მოცემული. ამასთან, ბერდია სიჭინავას პასუხის შემდეგ დამაზუსტებელი კითხვები დასვეს პლენუმის სხვა წევრმა ვასილ როინიშვილმა და პლენუმის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ. სრული პასუხი აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსისაა და გახარიას მიერ სხვადასხვა დროს საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციებს ემთხვევა.

მოჭრილ მონაკვეთში პოლიტიკოსის პასუხის მხოლოდ ეს ნაწილია მოცემული: “გიორგი გახარია გადადგა, იმიტომ რომ იმ დღესაც, ფაქტობრივად, ემოციები იყო პიკში. და ასეთი ტიპის საპოლიციო ღონისძიება მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს და უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები უნდა იყოს დაცული”. შემდგომში მას მოჰყვება გიორგი გახარიას ფრაზა: “მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის და ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე.”

მოსამართლემ კითხვა 04:50:00-ზე დასვა. საკითხზე აზრთა მიმოცვლა 9 წუთი გაგრძელდა, ხოლო გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ 25 წამია მოცემული. სრულ პასუხში ბერდია სიჭინავა გიორგი გახარიას გადადგომის სრულ კონტექსტს აღწერს. მისი თქმით, საპოლიციო ღონისძიება საფრთხეს უქმნიდა ადამიანთა ჯანმრთელობას და პრემიერი ღონისძიების ჩატარების გადაწევას ითხოვდა, მაგრამ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ხოლო გადადგომის მიზეზი კი ის გახდა, რომ მას, როგორც პრემიერს, არ სურდა პასუხისმგებლობის აღება იმ ოპერაციაზე, რომლის ჩატარების გადადებასაც ითხოვდა. გიორგი გახარია, როგორც პრემიერი, მთავრობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო შს მინისტრი ღონისძიების ჩატარებას მთავრობის მეთაურის მითითების მიუხედავად აპირებდა. “რომ არ გადამდგარიყო გიორგი გახარია იქნებოდა პრემიერ-მინისტრი რომელსაც არ დაემორჩილა შინაგან საქმეთა მინისტრი და დაიწყო ღონისძიება საპოლიციო, ეს იქნებოდა რეალობა,” - განმარტავს ბერდია სიჭინავა. შესაბამისად, პოლიტიკოსის პოზიცია ისაა, რომ გახარიას გადადგომა მოჰყვა არა მელიას დაკავების საკითხს, არამედ სუბორდინაციის დარღვევას გუნდში, როდესაც შს მინისტრი არ აპირებდა მთავრობის მეთაურის მითითების შესრულებას.

გიორგი გახარიას ვიდეო, რომელიც მოცემულ კოლაჟშია, ასევე მოკლე ნაწყვეტია და 10 წამი გრძელდება. ჟურნალისტი გიორგი გახარიას ეკითხება, იყო თუ არა რეალური პრემიერი, რომელიც თავად იღებდა გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე, როდესაც, გიორგი გახარიას მანამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, გუნდთან ვერ მიაღწია შეთანხმებას და წავიდა. ჟურნალისტი ამატებს, არის თუ არა პასუხისმგებელი გახარია, მათ შორის, ინსტიტუტების სისუსტეზე. გიორგი გახარიას პასუხი ამ შეკითხვაზე კი სრულად ასე გამოიყურება (00:27:30-დან): „მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, მაგრამ ვიდრე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების, ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. მაგრამ, მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის. ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე.“

გახარიას ეს პოზიცია მოცემულ საკითხზე და გუნდში არსებულ განხეთქილებაზე მხოლოდ ამ ეთერში არ დაუფიქსირებია. მაგალითად, “რუსთავი 2”-ის ეთერში 2021 წლის 10 სექტემბერს სტუმრობისას გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდში არსებულ განხეთქილებაზე ისაუბრა. ეთერში გახარიამ აღნიშნა, რომ ის ნიკა მელიას დაკავების სხვა ფორმის მომხრე იყო, რაც ნაკლებ დაპირისპირებას გამოიწვევდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ნაკლებ რისკს შეუქმნიდა მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვიდრე ეს პარტიის ცენტრალურ ოფისში საპოლიციო ღონისძიება იყო. გიორგი გახარია ამ ვიდეოში აკრიტიკებს შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე გამოცხადებულ ამნისტიასაც, რომელმაც ნიკა მელიას პასუხისმგებლობის დადგომა, მისი შეფასებით - პარლამენტის შტურმის სახით ჩადენილი დანაშაულის გამო, შეუძლებელი გახადა, ხოლო უფრო სწორი ფორმით (ნაცვლად პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეცრაზმის შეყვანისა) ამ ოპერაციის ჩატარება, მისი აზრით, ამგვარ რეალობას არ დააყენებდა. გახარია საუბრობს გუნდში არსებულ განხეთქილებაზეც, როცა მან საკუთარი პოზიციის გატანა ვერ მოახერხა. ჟურნალისტი ამ დროს აზუსტებს (05:40), რომ ამ დროს ის იყო მთავრობის ხელმძღვანელი და მისივე შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ არ ემორჩილებოდა, რაზეც გახარია პასუხობს: “ჩემმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ დააპირა, არ დამმორჩილებოდა, მაშინ მივიღე ის გადაწყვეტილება… უფრო სწორად, რომ დააპირა, სხვას დამორჩილებოდა, მაშინ მივიღე ის გადაწყვეტილება [გადადგომის]”.

გიორგი გახარიას მიერ მანამდე საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციები, როგორც სრული ვიდეოების მიმოხილვიდან ჩანს, თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბერდია სიჭინავას მიერ გაკეთებულ განმარტებებთან. მეტიც, გადადგომის ნაწილში, სუბორდინაციის დარღვევის შესახებ გაკეთებული განმარტებები აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამის მიუხედავად, ვიდეოკოლაჟში განცხადებები ისეა მოჭრილი, თითქოს მათში ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები იყოს მოცემული. ამგვარი შეპირისპირება, ვიდეოზე თანდართულ აღწერასთან ერთად, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” დისკრედიტაციას ახდენს, თითქოს პარტიის ლიდერები ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებზე არიან ან/და პოზიციები შეცვალეს. ამასთან, მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლო სხდომების კონტექსტში მოცემული ვიდეო მინიშნებაა, რომ სინამდვილეში, გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავება არ სურდა. კითხვაც სწორედ ამ კონტექსტშია დასმული - რა ტიპის კავშირი შეიძლება ყოფილიყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელ ლიდერსა და გიორგი გახარიას შორის და ხომ არ ზარალდებოდა ამით სახელმწიფოს უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.