Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მართლა შეიტანეს თუ არა სტალინის 1946 წლის დადგენილებით ლოგიკა და ფსიქოლოგა საშუალო სკოლების კურიკულუმში?

მართლა შეიტანეს თუ არა სტალინის 1946 წლის დადგენილებით ლოგიკა და ფსიქოლოგა საშუალო სკოლების კურიკულუმში?

ნოემბერს 13, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · ისტორია
Share

ფეისბუქში ვრცელდება პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ 1946 წლის 3 დეკემბერს, სტალინის დროს, საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მიიღო დადგენილება საშუალო სკოლაში ლოგიკისა და ფსიქოლოგიის საგნის სწავლების შესახებ (არქივირებული ბმული). პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ ახალი სასწავლო საგნების შემოღება არ ყოფილა და იგი უკავშირდებოდა განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და ისეთი ადამიანის აღზრდას, რომელსაც შეეძლებოდა მოვლენების გააზრება, მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.

სინამდვილეში სტალინმა სკოლაში ლოგიკა და ფსიქოლოგია მართლაც შეიტანა, მაგრამ არა დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანის აღსაზრდელად. საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალურმა კომიტეტმა დადგენილება „საშუალო სკოლაში ლოგიკისა და ფსიქოლოგიის სწავლების შესახებ“ («О преподавании логики и психологии в средней школе») მართლაც მიიღო. 2025 წელს გამოქვეყნებული აკადემიური სტატია მას 1946 წლის 3 დეკემბრით ათარიღებს, ტექსტი კი მეორე დღეს, 4 დეკემბერს, „უჩიტელსკაია გაზეტაში“ დაიბეჭდა. ლოგიკის ისტორიკოსი ვალენტინ ბაჟანოვი სწორედ ამიტომ თარიღად 4 დეკემბერს ასახელებს (არქივი).

დადგენილებაში ეწერა, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა „სრულიად არანორმალურად“ («совершенно ненормальным») მიიჩნია, რომ საშუალო სკოლებში ლოგიკა და ფსიქოლოგია არ ისწავლებოდა. ორივე საგანი დამამთავრებელ კლასებში უნდა შესულიყო, 1947/48 სასწავლო წლიდან, ოთხი წლის განმავლობაში. ასევე სწორია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან პირადად სტალინი იდგა. ბაჟანოვი ამას უპირობოდ ადასტურებს და იმოწმებს ფილოსოფოს ვალენტინ ასმუსის მონათხრობს: სტალინი ჩიოდა, რომ მისმა კომისრებმა „საერთოდ არ იციან აზროვნება“ და მათთვის ლოგიკა უნდა ესწავლებინათ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილებას ლოგიკა ყველა სკოლაში არ შეუტანია. ბაჟანოვის მტკიცებით, ლოგიკის და ფსქიოლოგიის შეტანა ჯერ რუსეთის სფსრ-ის 12 ქალაქის 200 სკოლაში უნდა მომხდარიყო, მოკავშირე რესპუბლიკებს კი სწავლების გაფართოება მხოლოდ იქ ევალებოდათ, სადაც მომზადებული მასწავლებლები ჰყავდათ. 1950-იანი წლების დასაწყისში ეს საგნები 600-ზე ოდნავ მეტ სკოლაში ისწავლებოდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციური მასწავლებლები არ ჰყავდათ (არქივი).

გავრცელებული ფეისბუქ პოსტი ლოგიკის და ფსიქოლოგიის სკოლებში შეტანას თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის აღზრდის სურვილს მიაწერს, თუმცა წყაროები სხვა სურათს აჩვენებს. ოფიციალური დასაბუთებით, ფორმალური ლოგიკის ცოდნა „აუცილებელი საფეხური“ იყო დიალექტიკური ლოგიკის, ანუ მარქსისტული ფილოსოფიის, შესასწავლად. სტალინის პირადი მოტივიც პრაქტიკული იყო, რადგან მას უკეთ მომზადებული კადრები სჭირდებოდა და არა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ დადგენილება ჟდანოვშჩინის (Ждановщина) პიკზე გამოიცა. ჟდანოვშჩინა წარმოადგენდა 1946 წელს დაწყებულ იდეოლოგიური რეპრესიებისა და კულტურული კონტროლის კამპანიას, რომლის მიზანი იყო ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ინტელექტუალური ცხოვრების მთლიანად კომუნისტური პარტიის იდეოლოგიისადმი დაქვემდებარება. 1946 წლის 14 აგვისტოს, ცენტრალურმა კომიტეტმა ჟურნალების „ზვეზდასა“ და „ლენინგრადის“ შესახებ დადგენილება მიიღო, რომლითაც ანა ახმატოვა და მიხეილ ზოშჩენკო გააკრიტიკეს და პრაქტიკულად კარიერულად გაანადგურეს (არქივი).

საგნის დაბრუნებიდან ერთ წელიწადში მას ჟდანოვშჩინისთვის დამახასიათებელი ბედი ეწია. 1948 წლის მარტში სამინისტრომ მოსკოვის უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრა „ფორმალიზმისთვის“ გააკრიტიკა, იმავე წლის ივნისში კი ლოგიკის საკავშირო თათბირმა ასევე დაგმო ფორმალიზმი. გენერალური პროკურორი ანდრეი ვიშინსკი ლოგიკაში „პარტიულობას“ მოითხოვდა და ასმუსის სახელმძღვანელოს იმას უწუნებდა, რომ მასში მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მაგალითები ჭარბობდა. უმაღლეს სასწავლებლებში ლოგიკის სწავლების ოფიციალურმა შემოწმებამ „სქოლასტიკა“ და „აპოლიტიკურობა“ აღმოაჩინა და სწავლება „მანკიერად და მავნედ“ შეაფასა. შედეგად, ბაჟანოვის შეფასებით, დადგენილება „მალევე დაივიწყეს, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში“, მისი სიკვდილის შემდეგ კი ლოგიკა სკოლებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობის პროგრამებიდან ამოიღეს. სკოლებში ლოგიკისა და ფსიქოლოგიის სავალდებულო სწავლება საბოლოოდ 1959 წელს გაუქმდა, ანუ ამ საგნებმა სკოლაში სულ ათიოდე წელი იარსება (არქივი).

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოსტის ფაქტობრივი ნაწილი სწორია. 1946 წლის 3 დეკემბერს ცენტრალურმა კომიტეტმა ნამდვილად მიიღო დადგენილება სკოლებში ლოგიკის და ფსიქოლოგიის შემოტანის შესახებ, რომლის უკან ნამდვილად იდგა სტალინი. თუმცა, ფსიქოლოგია და ლოგიკა შეზღუდული რაოდენობის სკოლებში შევიდა. ეს ინიციატივა მარქსისტული დიალექტიკის მოსამზადებელ საფეხურად ითვლებოდა და იმავე იდეოლოგიურ ზედამხედველობას დაექვემდებარა, რასაც იმ წლების მთელი მეცნიერება და კულტურა. რეჟიმი, რომელიც მოვლენების დამოუკიდებელ გააზრებასა და საკუთარი დასკვნების გამოტანას სჯიდა, ასეთი ადამიანის აღზრდას მიზნად ვერ დაისახავდა. დადგენილების წარმოჩენა სტალინის განათლებაზე ზრუნვის მაგალითად საბჭოთა წარსულის შელამაზების ხერხია.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.