Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში თბილისის მერის მიერ გაკეთებული კომენტარის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა

სოციალურ ქსელში თბილისის მერის მიერ გაკეთებული კომენტარის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა

ნოემბერს 9, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

მოკლედ საკითხავი

ქართული ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით, თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი "5-6 ადამიანის დაძინების" შესახებ, რუსთაველის გამზირზე მომუშავე მუშებს შეეხებოდა.

კალაძის კომენტარის სრული ვერსიის გაცნობა ცხადყოფს, რომ ის ცხოველთა უფლებების დამცველებზე საუბრობდა, სულ სხვა კონტექსტში.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მომხმარებლის კომენტარი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ვიდეოს შესახებ, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებოდა (დაარქივებული ბმული). მომხმარებლის მტკიცებით, რაზმაძე იტყუება, როცა კახა კალაძის კომენტარებს ცხოველთა უფლებების დამცველებს ან ევთანაზიას უკავშირებს. მისი თქმით, "კახი ყვებოდა ხალხი რუსთაველზე 24/7-ზე მუშაობს, გადაღლილებიაო და იმათზე თქვა", რითაც იგულისხმება, რომ კალაძე რუსთაველის გამზირზე მომუშავე გადაღლილი მუშების დაძინებაზე საუბრობდა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რამოდენიმე დღით ადრე გავრცელებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სკანდალზე, როცა ტელეკომპანია პირველის „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს ცხოველთა დამცველების მიერ მიუსაფარი ძაღლების სამარხების აღმოჩენა მოჰყვა. ცხოველთა უფლებების დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში უპატრონო ძაღლები, მათ შორის ჯანმრთელი ცხოველებიც, შესაძლოა სასტიკი მოპყრობისა და მასობრივი ევთანაზიის მსხვერპლნი იყვნენ.

აღნიშნულის კომენტირებისას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილას მდგომმა კალაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ "ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია". ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცხოველთა თავშესაფარში შეშვებას ითხოვდნენ. კალაძის პასუხის ვრცელი ვერსია (1:52 წუთიდან) ამ კითხვაზე შემდეგი სახის იყო: "ნახეთ, რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება? არათუ ცხოველთა მონიტორინგში. ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან..."

იმ ფაქტს, რომ კალაძემ აღნიშნული ფრაზა ცხოველთან უფლებების დამცველების კონტექსტში თქვა, ირიბად ადასტურებს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მოგვიანებით გაკეთებული განცხადებაც, რომელმაც კალაძის კომენტარებზე რეაგირებისას თქვა: "რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი... ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს. სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან და ამის უკანაც შეიძლება იდგეს უხეში პოლიტიკური ინტერესი".

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.