Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 4, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Law, Politics
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს რევაზ ნადარაიას შორის საუბარია ასახული (არქივირებული ბმული). ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „იურისტადაც რომ არ ვარგა“ და „მიაფარჩაკა მოსამართლემ“.

მოცემული ვიდეო არის ნაწყვეტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან. ვიდეოში მოცემული მოჭრილი მონაკვეთი შუამდგომლობების ეტაპზე ნიკა გვარამიას მიერ დაყენებული შუამდგომლობის ირგვლივ დისკუსიისას შემდგარი საუბრის ნაწყვეტია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე განიხილება. ნიკა გვარამიას პარტია „ახალი“ მოცემულ პროცესზე ერთ-ერთი „ასაკრძალი“ პარტიაა. მოცემულ ვიდეოში ნიკა გვარამია შუამდგომლობის ეტაპზე მოწმეთა გამოძახების საკითხზე საუბრობდა მოსმენების მეორე დღეს (სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე 00:15:20-დან).

ამ ეტაპზე ნიკა გვარამიამ სასამართლოს თხოვა მოწმეთა გამოძახება. სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას კონკრეტული მოწმეების დასახელება სთხოვა. სწორედ ეს ნაწილია ასახული ვიდეოში, თუმცა სრული კონტექსტის გარეშე. ვიდეოს აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკა გვარამიამ შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა და ამიტომაც ის არაკომპეტენტური იურისტია.

სინამდვილეში, ვიდეოში მოცემული დისკუსია პროცედურული ნაწილიდან გამომდინარეობდა. ნიკა გვარამიას სურდა ჯერ დასაბუთება ეთქვა და შემდგომ გადასულიყო შუამდგომლობის შინაარსზე, ხოლო მოსამართლე მას პირდაპირ შუამდგომლობის შინაარსით დაწყებას სთხოვდა. რამდენიმე წუთში ნიკა გვარამიამ განმარტა, რატომ არ არის მოცემული პოტენციური მოწმეების სახელები მოცემულ ეტაპზე. მისი თქმით, შუამდგომლობით მას იმ მოწმეთა დაბარება სურს, რომელთაც უკავიათ გარკვეული პოზიციები, როგორც საჯარო მოსამსახურეებს პარლამენტსა თუ მთავრობაში და რომელთაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის დაკსვნის მომზადებაში. დაცვის მხარეს, ამ ეტაპზე, ფიზიკურად არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა ამ ადამიანთა სახელები იცოდეს. ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინკვიზიციურობაზე მიუთითებს, როდესაც სასამართლო, სხვა ტიპის სასამართლოებისაგან განსხვავებით, უფლებამოსილია თავად ჩაერთოს ამგვარი საკითხების მოძიებაში.

შუამდგომლობის ფარგლებში გვარამია სთხოვს სასამართლოს, გამოითხოვოს რელევანტური დოკუმენტები, რათა ამ ადამიანების იდენტიფიცირება მოხდეს და შემდგომ ისინი დაიბაროს მოწმეებად. სასამართლოს ინკვიზიციურობა და უფრო ფართო უფლებამოსილებები მას ამის საშუალებას აძლევს - გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმ პირთა დასადგენად, ვისი მოწმედ დაბარებაც რელევანტური იქნებოდა.

სრულ მიმოცვლაში ვასილ როინიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხვა წევრის, ფრაზაც ისმის, რომელიც მიუთითებს, რომ მისთვის ახლა უკვე გასაგებია ნიკა გვარამიას შუამდგომლობის შინაარსი და დასაბუთება.

მოჭრილი მონაკვეთი, შესაბამისი განმარტებისა და სრული კონტექსტის გარეშე და პოსტში მითითებული აღწერით, შინაარსს უცვლის ნიკა გვარამიასა და რევაზ ნადარაიას შორის შემდგარ საუბარს და მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ნიკა გვარამიამ არაკომპეტენტურობის გამო, არ იცის, ვისი დაბარება უნდა მოწმედ. სრული კონტექსტი კი ცხადს ხდის, რომ გვარამია არ იბნევა, როდესაც მას მოსამართლე კითხვას უსვამს, არამედ ის სასამართლოს, მათ შორის, სწორედ მოწმეთა იდენტიფიცირებაში დახმარების შუამდგომლობით მიმართავს.

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.