Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ხანშიშესული ფრანგი წყვილის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ან რედაქტირებული ფოტოები გავრცელდა.

სოციალურ ქსელში ხანშიშესული ფრანგი წყვილის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ან რედაქტირებული ფოტოები გავრცელდა.

ოქტომბერს 20, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებით, პოსტზე თანდართული ფოტოები ასახავს ხანშიშესულ ფრანგ ცოლ-ქმარს, რომლებიც საფრანგეთში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა გაძარცვეს.

თანდართული ფოტოებისა და ღია წყაროების ანალიზი მიუთითებს, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირერბული ან რედაქტირებულია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა რამდენიმე პოსტი თანდართული ფოტოებით (1; 2; 3), რომელთა მტკიცებითაც, ფოტო საფრანგეთში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ ხანშიშესული ფრანგი ცოლ-ქმრის გაძარცვასა და ქუჩაში გაშისშვლებას ასახავს. (დაარქივებული ბმული 1; 2; 3). 

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ფოტოები საკმაოდ ბუნდოვანი და ცუდი ხარისხისაა, რაც მათ ანალიზს ართულებს. შესაბამისად გასაანალიზებლად "ჯეოფაქტსმა" ბრიტანული მედია საშუალების, Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არსებული უფრო მაღალი ხარისხის ფოტო გამოიყენა.

გავრცელებული ფოტოს მარტივი დათვალიერება არაერთ უზუსტობას გვიჩვენებს, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებისთვისაა დამახასიათებელია.

ფოტოზე ასახული ქალბატონის მარცხნივ თითქოს ორი პიროვნება დგას, რადგან ვხედავთ ორ თავს და ზოგადად ტანის ორ ზედა ნაწილს, თუმცა ფოტოს ქვედა ნაწილი მხოლოდ ორ ფეხს აჩვენებს. თავად ქალბატონის მარცხენა ფეხზე დაკვირვებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი რეზინის საზაფხულო ფეხსაცმლის ძირი მის ფეხს არანაირად არ უკავშირდება და ის უბრალოდ ძირებზე დგას.

ფონად მდგარი პიროვნებების სახეები და სხეულები უცნაური ფორმისაა - ორი ადამიანის თავი თითქოს ერთმანეთსაა შერწყმული, ხოლო მესამე ადამიანი არაბუნებრივად დაბალი ჩანს და მისი ფეხებს საერთოდ ვერ ვხედავთ, როცა პოზიციონირების გათვალისწინებით, უნდა ჩანდეს.

უცნაურად გამოიყურება ფოტოს მარჯვენა კუთხეში მდგარი შავებში ჩაცმული მამაკაციც - მისი ხელები არაბუნებრივი ფორმის და პოზიციის მქონეა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას მხოლოდ ცალი ფეხი აქვს, რომელიც მისი დგომის მიმართულებას არ ემთხვევა. მამაკაცის გვერდით მდგარ დაბალ ბოძზე ვხედავთ კაშკაშა თეთრ წერტილებს, რომლებიც ნაკლებად შეესაბამება არეკლილ სინათლეს და უფრო მეტად ვიზუალურ უზუსტობას ჰგავს.

ფოტოს მარცხენა ზედა კუთხეში პატარა სამკუთხედია გამოყოფილი გაუგებარი სქელი თეთრი ხაზით და ეს ნაწილი საერთოდ არ ჯდება დანარჩენი ფოტოს კომპოზიციაში.

ზემოთ აღწერილი უზუსტობები ამძაფრებს ეჭვს, რომ ფოტო რეალური არ არის და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი/დამუშავებული ან სხვა მხრივ გრაფიკულად მანიპულირებულია.

ფოტოების ნამდვილობა ავტორიტეტულმა ფრანგულმა მედია საშუალებამ France 24 გადაამოწმა (არქივი) და ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. მათ თავდაპირველად გავრცელებული ფოტოების ანალიზით დაასკვნეს, რომ ისინი OpenAI ხელსაწყოებითაა შექმნილი, რაც ფოტოში SynthID ციფრული ანაბეჭდის (ე.წ. Watermark) არსებობით განსაზღვრეს. ისინი ასევე ამახვილებენ ყურადღებას მთელ რიგ ვიზუალურ უზუსტობებზე, რომლებიც ფოტოებში ჩანს. გამოცემის თანახმად, აღნიშნული ფოტოს პირველწყარო პროისრაელური ანგარიში Infos-Israel.news იყო, რომელმაც მასალა 17 ოქტომბრის გვიან საათებში გამოაქვეყნა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფოტოების გავრცელება შესაძლოა რეალურად მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, 17 ოქტომბერს ფრანგმა ჟურნალისტმა დომინიკ რიზემ (Dominique Rizet) BFMTV-ის ეთერში განაცხადა, რომ 80 წლის წყვილს პარიზში თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ქუჩაში თითქმის შიშვლები დატოვეს. France 24-ი რიზეს დაუკავშირდა და გამოცემის თანახმად, მისი თქმით, ინფორმაცია შაბათს, საღამოს 8:47 საათზე, პოლიციის წყაროსგან მიიღო და ინფორმაციას „დადასტურებული“ უწოდა. გამოცემის თანახმად, ფრანგული გაზეთის Libération-ის ფაქტების გადამოწმების სამსახური CheckNews პარიზის პროკურატურას დაუკავშირდა. თუმცა, ორშაბათის მდგომარეობით, სავარაუდო ინციდენტიდან დაახლოებით 48 საათის შემდეგ, პროკურატურამ შემთხვევის დადასტურება ვერ შეძლო.

როგორც France 24-ი იტყობინება, 20 ოქტომბრის პარიზის 12:00 საათის მონაცემებით, სავარაუდო თავდასხმა ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. 

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.