Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბირმინგემში ეროვნული დროშების გამოფენის აკრძალვის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ბირმინგემში ეროვნული დროშების გამოფენის აკრძალვის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 11, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც ბირმინგემში გაერთიანებული სამეფოს დროშების გამოფენა აიკრძალა. „ქუჩაში დროშის გამოფენის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე მკაცრი სასჯელის წინაშე აღმოჩნდება. ან დიდი ოდენობის ჯარიმა, ანაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა !” და ქალაქის საბჭო სასამართლოს დახმარებით ცდილობს სამართლებრივი ზომები მიიღოს ქუჩებში ეროვნული სიმბოლოების გამოფენის სრულად აკრძალვის მიზნით !” ვკითხულობთ პოსტში (არქივირებული ბმული).

 

სინამდვილეში, ბირმინგემის საკრებულო სასამართლოს გზით ცდილობს დაარეგულირეს სამანქანო გზების გასწვრივ, ნებისმიერი ინსტალაციის გამოფენა, მათ შორის - დროშებისა და ბანერების. აღნიშნული ვრცელდება როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ნებისმიერ სხვა დროშასა თუ ბანერზე. მუნიციპალიტეტის განცხადების მიხედვით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სასამართლოს გზით ცდილობს შეზღუდოს მსგავსი ქმედების არაავტორიზებული განხორციელება, ვინაიდან მათი განთავსება ხშირად იწვევს დაპირისპირებასა და ობსტრუქციას და ეს რეგულაცია არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული თემის ან დროშის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად ბანერებისა და დროშების გამოფენას არეგულირებს.

პოსტს თან ერთვის ბირმინგემის საკრებულოს წევრთა ფოტოები და პოსტის ტექსტში მითითებულია, რომ გადაწყვეტილების უკან ეს ადამიანები დგანან. პოსტის მიხედვით, ეს ადამიანები „არაბრიტანული წარმოშობის“ არიან და მათ პრობლემა არ აქვთ უმცირესობების დროშების გამოფენაზე.

მოცემული ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა სოციალური ქსელების ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვისაც. ინფორმაცია გადაამოწმა “Reuters”-მაც. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბირმინგემის საკრებულოში 101 წევრია, ხოლო შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებელმა მათგან მხოლოდ 40 ფოტო გვაჩვენა.

მარცხნივ: შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისთვის თანდართული ფოტოკომპილაცია; მარჯვნივ: როიტერსის მიერ მომზადებული ფოტოკომპილაცია ბირმინგემის საკრებულოს დანარჩენი 61 წევრის ფოტოებით (ხელმისაწვდომია ბმულზე).

"ჯეოფაქტსმა" აღნიშნული ინფორმაცია დამატებით გადაამოწმა. შეცდომაში შემყვანი პოსტის ფოტოში ქალაქის საბჭოს მხოლოდ 40 წევრის ფოტოა გამოტანილი. საბჭოს ოფიციალური საიტის მიხედვით, ბირმინგემი საპარლამენტო არჩევნებზე 10 ოლქად, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე - 69 ოლქად იყოფა. ქალაქის საბჭოში 69 ოლქიდან ერთი ან ორი წევრი ირჩევა, ხოლო საერთო ჯამში საბჭო 101 წევრისაგან შედგება (დეპუტატების ბიოგრაფია და ფოტოები ხელმისაწვდომია ბირმინგემის ქალაქის საბჭოს ვებგვერდზე, არქივირებული ბმული). შესაბამისად, პოსტში შერჩევით ნამდვილად მხოლოდ 40 წევრის ფოტოა გამოტანილი საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობის "არაბრიტანულ წარმოშობაზე" ხაზგასასმელად კანის ფერის, ჩაცმულობისა თუ სხვა სტერეოტიპული მახასიათებლების გამოყენებით.

ამასთან, როიტერსი დაუკავშირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც. მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ რეგულაცია არ მიემართება ბრიტანელების მიერ დროშების კერძო საკუთრებაზე გამოფენას.

ზემოთქმულის მიხედვით, ბირმინგემის მუნიციპალიტეტი ცდილობს შეზღუდოს სამანქანო გზებსა და სხვა საჯარო საკუთრებაზე დროშებისა და ბანერების არაავტორიზებული გამოფენა. მათი გამოფენისა და ჩამოხსნის პროცესი იწვევს დაპირისპირებას, ობსტრუქციას, საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქის მოსახლეობას - ასეთია მუნიციპალიტეტის პოზიცია და, მათივე განმარტებით, ეს მიემართება ნებისმიერ დროშასა და ბანერს და არა გაერთიანებული სამეფოს დროშას. პოსტის შინაარსი შეცდომაში შემყვანია. ის რეგულაციის სამიზნედ გაერთიანებული სამეფოს დროშას ასახელებს, ხოლო რეგულაციის ავტორებად გამოჰყავს „არაბრიტანელი“ პოლიტიკოსები, რომლებიც ქალაქის საბჭოს (საკრებულოს)მართავენ. ამ ნაწილშიც, ინფორმაციის გამავრცელებლები ქალაქის საბჭოს წევრთა ნაწილის - ნაცვლად 101 წევრისა, მხოლოდ 40-ის ფოტოს გვთავაზობენ.

See all posts

Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.