Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ღია წყაროებში არ იძებნება ბილ გეითსის ციტატა წყლის დეფიციტის გამო მოსალოდნელ მილიარდობით გარდაცვლილთან დაკავშირებით

ღია წყაროებში არ იძებნება ბილ გეითსის ციტატა წყლის დეფიციტის გამო მოსალოდნელ მილიარდობით გარდაცვლილთან დაკავშირებით

აგვისტოს 25, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Climate change

მოკლედ საკითხავი

ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელდა ბილ გეითსის ვიდეო და მისი კომენტარების ინტერპრეტაცია.
ინტერპრეტაცია არ ემთხვევა იმ სიტყვებს, რასაც გეითსი ვიდეოში ამბობს.
არ დასტურდება, რომ ვიდეოში არსებული ციტატა ბილ გეითსმა შესაბამის ინტერვიუში მართლაც გააჟღერა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ბილ გეითსის კომენტარები წყლის დეფიციტთან და ამის მიერ გამოწვეულ გარდაცვალებებთან დაკავშირებით (დაარქივებული ბმული). ვიდეოს გამავრცელებელს ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნებული აქვს საკუთარი კომენტარი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ბილ გეითსს სურს 2027 წლისთვის [სავარაუდოდ მსოფლიო] მოსახლეობა 1 მილიარდით შეამციროს და ის ამ დღის წესრიგს უკვე აღარც მალავს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქართულ ფეისბუქ სივრცეში ვიდეოს გამავრცელებლის ვერსია არ ემთხვევა ვიდეოში მოცემულ კომენტარებს. ვიდეოში ბილ გეითსი ამბობს, რომ წყლის დეფიციტი შეიძლება იქცეს ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგის წყაროდ, რაც მსოფლიოს ოდესმე უნახავს და მსხვერპლმა შეიძლება მილიარდობით ადამიანს მიაღწიოს. გეითსის მიხედვით, ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ აშშ-ის წყლის რეზერვებში ინვესტირებით შეიძლება მოხერხდეს. ვიდეოს ბოლოში ვხედავთ კრიპტოვალუტა United States Water Reserve (USWR)-ის ზრდის გრაფს, რაც მიუთითებს თითქოს გეითსმა ეს კომენტარები მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ აღნიშნულ კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივაცია შეექმნა და შემდგომ ამისგან თვითონ ეხეირა. მიუხედავად საკმაოდ დამაბნეველი სახელისა, The United States Water Reserve (USWR) უბრალოდ კრიპტოვალუტაა და არა აშშ-ის რაიმე ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც წყლის მართვაზე ან შენახვაზეა პასუხისმგებელი. აშშ-ს მსგავსი სახელობის ოფიციალური ინსტიტუცია არ აქვს.

ზემოთაღნიშნულიდან უნდა შევნიშნოთ, რომ ვიდეოში ბილ გეითსი არ ამბობს, რომ მას სურს მილიარდობით მსხვერპლი და თანმდევი მსოფლიო მოსახლეობის შემცირება. ამის ნაცვლად ის ამბობს, რომ მსხვერპლს წყლის დეფიციტი გამოიწვევს. კომენტარებში არსადაა ნახსენები 2027 წელი, თუმცა ვიდეოზე თანდართულ წარწერაში ეს წელი მოხსენიებულია და სავარაუდოდ სწორედ აქედან აქვს აღებული მტკიცება ვიდეოს ქართულ ფეისბუქ სივრცეში გამავრცელებელსაც.

ბილ გეითსის ვიდეოში ასახული კომენტარების უცნაური ხასიათიდან და მათი კრიპტოვალუტასთან კავშირიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა სად, რა კონტექსტში და მართლა გააჟღერა თუ არა გეითსმა მსგავსი მტკიცებები.

ვიდეოდან აშკარაა, რომ გეითსი ინტერვის აძლევს სავარაუდოდ ამერიკულ ან ინგლისურენოვან ტელევიზიას. ღია წყაროებში მსგავსი ინტერვიუს ძიებამ მიგვიყვანა ბილ გეითსის 2025 წლის 28 ოქტომბრის ექსკლუზიურ ინტერვიუმდე ამერიკულ სატელევიზიო არხ CNBC-სთან. ინტერვიუში გეითსის ჩაცმულობა და მის უკან არსებული ფონი ზუსტად ემთხვევა ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოს.

ინტერვიუში გეითსი ნამდვილად საუბრობს კლიმატის ცვლილებაზე, თუმცა აშკარაა, რომ საუბარი ეხება მის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც, სხვადასხვა დამკვირვებლის აღქმით, გეითსმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია შეარბილა.

ინტერვიუს სრული ვერსიის (მათ შორის მეორე ნაწილის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეხება) გაცნობით აშკარა ხდება, რომ გეითსი წყლის დეფიციტზე არ საუბრობს და არც მილიარდობით მოსალოდნელ მსხვერპლს არ ახსენებს. ასევე არსადაა საუბარი კრიპტოვალუტა United States Water Reserve (USWR)-ის შესახებ. ღია წყაროებში გეითსის მსგავსი კომენტარების ძიება არ გვაძლევს რაიმე სარწმუნო შედეგს. ვხვდებით მხოლოდ ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს ანალოგებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ამის საპირწონედ არ გვხვდება სტატიები ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაციებისგან. ბილ გეითსს მსგავსი კომენტარები მართლაც რომ გაეკეთებინა, მოსალოდნელია, რომ ეს სენსაციად იქცეოდა და ამის შესახებ ბევრი მედია წყარო დაწერდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ ბილ გეითსის ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული კომენტარების სავარაუდოდ გრაფიკულად ან ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული, CNBC-სთან მის ინტერვიუზე დაყრდნობით.

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.