Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია

ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია

აგვისტოს 25, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არიან გამოსახული. ფოტოს თან ერთვის რუსულენოვანი წარწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა თურქეთს დაპირდა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება (არქივირებული ბმული).

Google-ის ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტით ძიებით ირკვევა, რომ ერთობლივი ბრიფინგის ფოტო ევროკომისიის პრეზიდენტის 2024 წლის 17 დეკემბერს თურქეთში ვიზიტის დროსაა გადაღებული (არქივი). ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის პრეზიდენტი თურქეთსა და იორდანიაში სირიაში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ჩავიდა, რათა შექმნილ ვითარებაზე ემსჯელა და სირიის მომავლის შესახებ მათთვის ევროპის ხედვა წარმოედგინა. ოფიციალურ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა თურქეთის როლს სირიელი ლტოლვილების წლების განმავლობაში მასპინძლობაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა დამატებით 1 მილიარდი ევროს გამოყოფა ლტოლვილთა ჯანდაცვისა და განათლების მხარდასაჭერად. შეხვედრის ოფიციალურ ცნობებში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაიენის განცხადება არ იძებნება.

ფოტოსგან დამოუკიდებლად "ჯეოფაქტსმა" გადაამოწმა ლაიენსა და ერდოღანს შორის ჩატარებული ბოლოდროინდელი შეხვედრები. მაგალითად, 2026 წლის ივლისში ლაიენი თურქეთში NATO-ს სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა, რა დროსაც მან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად, პირისპირ შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენთან. თურქული მედიის თანახმად, შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა პრესასთან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა (არქივი), რომ „თურქეთის 53-წლიანი ლოდინი სისასტიკეა“. მან ფრთხილი იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ლიდერები საბოლოოდ „გააღებენ კარს“, და დასძინა, რომ ეს საკითხი იმავე დღეს უკვე წამოჭრა გერმანიის კანცლერთან და სამიტის განმავლობაში ფონ დერ ლაიენთან და სხვა ლიდერებთან მის განხილვასა და მასზე ზეწოლის გაგრძელებას აპირებდა. ამდენად, არც აღნიშნულ შეხვედრაზე დასტურდება, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მსგავსი დაპირება გაეცეს.

დამატებით, მთლიანი ფოტოს ძიებისას ირკვევა, რომ მისი თავდაპირველი ვერსია რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს (ბმული 1, 2, 3). ფოტოს ორიგინალი წყარო რუსულენოვანი სატირული ტელეგრამ გვერდია.

See all posts

Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.