Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი ვიდეო ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი ვიდეო ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავს

აგვისტოს 11, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელებში TikTok-სა და Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ციტატაა მოცემული, რომლითაც მან ვაშინგტონს მიმართა: "შეერთებული შტატებო, მომშორდით, თუმცა, თუ არ გაჩერდებით, ამას პირში გეტყვით გინდა რუსულ ენაზე, გინდა ინგლისურ ენაზე" (არქივირებული ბმული). ამის შემდეგ ვიდეოში რუსულენოვანი გახმოვანებით მთხრობელი აცხადებს, რომ კობახიძე ამ სიტყვების შემდეგ მოსკოვში გაფრინდა. საინფორმაციო სიუჟეტის ვიზუალით აწყობილი ვიდეო ამტკიცებს, რომ მსგავს ნაბიჯს თავად პუტინიც არ ელოდა საქართველოს პრემიერისგან. ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კობახიძის კიდევ ერთი ციტატაა მოცემული: "ვაშინგტონი გვკარნახობს თუ ვისთან ვივაჭროთ, ვის ვცეთ პატივი და რა კანონები მივიღოთ. მინდა გკითხოთ, საერთოდ იცით, სად მდებარეობს საქართველო? იცით, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელთანაც 1000 წელი ვიცხოვრეთ? იცით, რამდენი ქართული ოჯახია დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე? რუსეთი ჩვენი ისტორიული პარტნიორია და მეზობელი. თქვენ კი ოკეანის მიღმა არსებული ქვეყანა ხართ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ჩვენ ნიშნები დაგვიწეროს. საქართველო თქვენი კოლონია არ არის, საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომელიც კლასში ჩარჩა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენ თავად ვწყვეტთ, ვისთან ვიმეგობრებთ. როდესაც ვაშინგტონი შეწყვეტს უკარნახოს სხვებს ცხოვრების წესი, მაშინ ვისაუბრებთ." იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშმაც გაავრცელა (ბმული 1).

სინამდვილეში საჯაროდ არ იძებნება ინფორმაცია ირაკლი კობახიძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ (ბმული 1, 2), მათ შორის არც მის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში. საქართველოს პრემიერის არა ერთი განცხადება იძებნება, სადაც ის აშშ-ს და განსაკუთრებით მის წინა ადმინისტრაციას აკრიტიკებს და ირიბად საქართველოს და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის შანტაჟში ადანაშაულებს (არქივი). საჯაროდ ხელმისაწვდომია კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც კობახიძე იყენებს ტერმინს "მოსწავლე შემდეგია: "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან" - აღნიშნული განცხადებით კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც რუბიომ აღნიშნა: "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც".

მიუხედავად ზემოაღნიშნულ განცხადებებში არსებული მსგავსებებისა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოცემული ციტატა იდენტური ფორმით არ იძებნება. არ იძებნება კობახიძის საჯარო გამოსვლა, რომელშიც ის რუსეთს ისტორიულ პარტნიორს უწოდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ არის კავშირში ვიდეოს შინაარსთან. მაგალითად, ერთ-ერთი ფრაგმენტი აღებულია ირაკლი კობახიძის 2017 წლის ბელარუსში განხორციელებული ვიზიტიდან, რომლის დროსაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბელარუსის პრეზიდენტს ლუკაშენკოს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ პარტნიორობაზე საუბარი არ ყოფილა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოცემული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.