Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ივლისს 10, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, ბერლინის მეტროში წვიმის დროს წყალი ჩავიდა
ვიდეოს ანალიზი და ღია წყაროებში ძიება გვიჩვენებს, რომ ვიდეოზე ასახულია ნახევრად ღია ცის ქვეშ მყოფი მატარებლების სადგური ძლიერი წვიმის დროს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის გამავრცელებლის მტკიცებითაც ბერლინის მეტროში წყალი ჟონავს (დაარქივებული ბმული). გამავრცელებელი ამის შემდგომ ირონიულად აღნიშნავს, რომ, ალბათ, ბერლინის მეტროში წყლის ჩასვლაც ქართული ოცნების ხელისუფლების ბრალია.

ვიდეოს თავდაპირველი დათვალიერებითაც აშკარაა, რომ სადგური, რომელიც ვიდეოშია ასახული ნახევრად ღია ცისქვეშაა, რადგან მატარებლის სახურავის გასწვრივ მოჩანს ცა და ფონზე მდგარი შენობის მონაკვეთიც. სადგურის და მატარებლის დიზაინით ასევე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არა მეტროს არამედ მატარებლების სადგურია. მაგალითისთვის ვხედავთ ბაქანის ნომერს 7. ბერლინში მეტროს სადგურები მიმართულებების და არა ბაქნების მიხედვითაა დაყოფილი. მატარებელი ორსართულიანია, რაც გერმანიის რკინიგზის Deutsche Bahn-ის რეგიონული ექსპრესის მატარებლებისთვისაა დამახასიათებელი. ბერლინის მეტროს ორსართულიანი ვაგონები არ ემსახურება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და მცირე დეტალების გარკვევა რთულია. უკეთესი ხარისხის ვიდეოს მოძიების მცდელობისას, ვიდეოს ფოტოანაბეჭდის უკუძიებამ მიგვიყვანა გერმანულენოვან ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ იმავე ვიდეომდე, რომელიც უფრო მაღალი ხარისხისაა და მეტი დეტალის გარჩევის შესალებლობას გვაძლევს. მაგალითად, ტაბლოზე ვხედავთ, რომ ვიდეოში ასახული მატარებელი Nauen-ის მიმართულებით გადის, 11:42-ზე.

აღნიშნული მონაცემების ძიებით ღია წყაროებში დგინდება, რომ ბერლინის Gesundbrunnen-ის მატარებლების სადგურის მეშვიდე პლატფორმიდან რეგიონული ექსპრესი Nauen-ის მიმართულებით სწორედ 11:42-ზე გადის. გუგლის რუკაზე ამ სადგურის ძიებისას ერთ-ერთი პირველი გვხვდება სწორედ მეშვიდე პლატფორმის ფოტო, რომელიც ასევე საკმაოდ წააგავს ვიდეოში ასახულ სადგურს და ფოტოდანაც აშკარაა, რომ აღნიშნული პლატფორმა ნახევრად ღია ცის ქვეშაა.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.