Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
„ფეისბუქში“ ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

„ფეისბუქში“ ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ივლისს 8, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ ფოტო-ქარდს, რომელზეც ელენე ხოშტარიას ფოტო და თითქოს მის მიერ გაკეთებული განცხადებაა დატანილი (ბმული 1, ბმული 2, არქივირებული ბმული). პოსტის მიხედვით, ელენე ხოშტარიამ თითქოს განაცხადა: „როგორც მიხეილ სააკაშვილი დაიტანჯა ვივამედში, მეც ისე უნდა დავიტანჯო. ამიტომ მოვხვდი აქა.“

პოსტი მიმსგავსებულია ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გამოყენებულ დიზაინს. სწორედ მსგავსი დიზაინით ავრცელებს ტელეკომპანია თავის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ფოტო-ქარდებს, რომლებზეც სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ციტატა თუ მნიშვნელოვანი მოვლენის აღწერაა დატანილი (იხილეთ ბმული). მსგავსი დიზაინი მოცემულ ამბავს დამატებით დამაჯერებლობას სძენს, ვინაიდან ის ნამდვილი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ემსგავსება.

ფორმულას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მსგავსი ციტატა არ იძებნება. ბოლო პოსტი, რომელიც ელენე ხოშტარიას შესახებ ტელეკომპანიის სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, მართლაც ელენე ხოშტარიას ვივამედში გადაყვანის საკითხს ეხება(არქივირებული ბმული).

.

ამდენად, გამოგონილი ციტატის გასავრცელებლად ელენე ხოშტარიას შესახებ ფორმულას მიერ ნამდვილად მომზადებული ქარდია აღებული. შემდგომში, ფოტორედაქტირების პროგრამით მასზე ახალი წარწერაა დატანილი. სინამდვილეში, ელენე ხოშტარიას მსგავსი შინაარსის განცხადება თავად პოლიტიკოსის ოფიცილურ გვერდზე, მედიასაშუალებების სოციალურ ქსელებსა თუ მათ ოფიციალურ საიტებზე არ იძებნება.


See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.