Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება

[შესწორებულია] სოციალურ ქსელში უკრაინის მთავრობას მიკუთვნებული გაყალბებული სარეკლამო პოსტერი ვრცელდება

ივნისს 30, 2026 · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცესა და სოციალური ქსელების რუსულენოვან ნაწილში ვრცელდება პოსტერი, რომელსაც გამავრცელებლები უკრაინის მთავრობას მიაწერენ.
გამავრცელებლების მტკიცებით, უკრაინა იწვევს მამაკაცებს ინდოეთიდან გადასახლდნენ უკრაინაში, შექმნან ოჯახი და იპოვონ სამუშაო.
სარეკლამო პოსტერის და ღია წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პოსტერი ყალბია, შესაბამის უკრაინულ სააგენტოს კი მსგავსი რეკლამა არასდროს შეუქმნია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა სარეკლამო პოსტერი, რომელსაც გამავრცელებელი უკრაინის მთავრობის სარეკლამო ბანერს უწოდებს. მტკიცების მიხედვით: "ინდოეთში უკრაინის მთავრობის სარეკლამო ბანერებს კიდებენ, რომლებიც ინდოელებს უკრაინაში გადასვლისკენ მოუწოდებენ, რათა „ოჯახი შექმნან“ და „სამსახური იშოვონ“. ბანერებიდან ინდოელებს სიმპათიური და მარტოხელა უკრაინელი ქალები ეპატიჟებიან" (დაარქივებული ბმული).

იმავე ტიპის პოსტერი, მსგავსი შინაარსის მტკიცებებით ასევე გავრცელდა რუსულ ფეისბუქ სივრცეში (1; 2; 3; 4; 5) და სხვა სოციალურ ქსელებში, რუსულ ენაზე (1; 2; 3; 4; 5; 6; 7).

ავთ ვებსაიტის მისამართს: visitukraine.today, რომელიც რეალურ ვებსაიტს წარმოადგენს, თუმცა ის უკრაინის მთავრობის ვებგვერდს არ წარმოადგენს. VisitUkraine.Today, საიტზევე არსებული აღწერით, მომსახურების პორტალია უკრაინაში ჩასული ტურისტებისთვის და ასევე უკრაინელებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავენ. პორტალის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის მომსახურება და ინფორმაცია მართლაც მთლიანად ტურიზმის სფეროს ეხება და მოიცავს სავიზო საკითხებს, საზღვრის კვეთის წესებს, დაზღვევას და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საიტის "ჩვენ შესახებ" სექციაში ნათლადაა განმარტებული, რომ პორტალი იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია Visit Ukraine-ის მიერ. თეორიულად დასაშვებია რომ მთავრობამ კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკვეთოს, თუმცა, ამ შემთხვევაში მცდარია მტკიცება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტერი უშუალოდ მთავრობის მიერ არის შექმნილი და განთავსებული. დამატებით, აღსანიშნავია, რომ ინდოეთში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა მსგავს კამპანიას აწარმოებს ან რომ ინდოეთის მოქალაქეებს "დასაოჯახებლად და სამუშაოდ ეპატიჟება".

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტერის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით ჩვენ Visit Ukraine-ს დავუკავშირდით და დავუსვით შეკითხვა ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა აღნიშნული პოსტერი. ორგანიზაციისგან მიღებული პასუხის მიხედვით, "აღნიშნული გამოსახულება 100%-ით ყალბია და დეზინფორმაციას წარმოადგენს". ორგანიზაციის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ მათ არასდროს უწარმოებიათ რაიმე სახის კამპანია უცხო ქვეყნებიდან პირების უკრაინაში გადმოსახლების მიმართულებით. ორგანიზაციის შეფასებით გავრცელებული პოსტერის ვიზუალი გრაფიკული პროგრამებით ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი და შემდგომ ხელოვნურად დადებული შენობის გამოსახულებაზე.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიზუალზე დაკვირვებით რთულია განსაზღვრა თუ რომელ ქვეყანას ასახავს იგი. არაფერი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ფოტო მართლაც ინდოეთიდანაა. ჩვენ მიერ შესწავლილი ყველა წყაროს მიერ გავრცელებული ვიზუალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაბალი ხარისხისაა, რაც არ გვაძლევს საშუალებას გავარჩიოთ წარწერები შენობებსა და მცირე ზომის ბანერებზე, რაც ლოკაციის უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაგვეხმარებოდა. დამატებით ამბის სიყალბეზე მიუთითებს ისიც, რომ აღნიშნული პოსტერის გამავრცელებლები სოციალური ქსელის არასანდო ანგარიშები არიან.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პოსტერი, თანდართული მტკიცებებით, ასევე გავრცელდა უკრაინაში, უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მა საკითხს სტატია მიუძღვნა და მივიდა დასკვნამდე, რომ პოსტერი ყალბია. საკითხს სტატია მიუძღვნა კიდევ ერთმა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცი Vox Ukraine-მაც, რომლებმაც ფოტო SensityAI ხელსაწყოთი შეამოწმეს და დეტექტორის თანახმად, ფოტოშო AI კვალი აღმოაჩინეს. . მათი დასკვნითაც, პოსტერი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 2026 წლის 4 სექტემბერს EFCSN-ის წევრობის განახლების ფარგლებში დამოუკიდებელი შემფასებლის კომენტარის გათვალისწინებით, რომელმაც "ჯეოფაქტსის" რედაქციას სტატიაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითა. კერძოდ, შემფასებლის თქმით, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო შემდეგი: "ასევე აღსანიშნავია, რომ საიტის "ჩვენ შესახებ" სექციაში ნათლადაა განმარტებული, რომ პორტალი იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია Visit Ukraine-ის მიერ. ამდენად, იმთავითვე მცდარია მტკიცება, რომ გავრცელებული სარეკლამო ბანერი უკრაინის მთავრობას ეკუთვნის." თავის მხრივ, აღნიშნული ჩანაწერი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობას ამ ორგანიზაციის მეშვეობით რეკლამის განთავსება არ შეეძლო." "ჯეოფაქტსის" რედაქციამ გაიზიარა შემფასებლის კომენტარი, შეასწორა აღნიშნული ჩანაწერი და დამატებით, სტატიაში მიუთითა ინფორმაცია, რომ საჯაროდ არსებული ინფორმაციით, მაგალითად, ინდოეთში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე მსგავსი კამპანიის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.