Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

ივნისს 13, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში თბილისში 12 ივნისს გამართული ქანიე უესტის კონცერტის კონტექსტში პოლიტიკოს ხატია დეკანოიძეს შემდეგ ციტატას მიაწერენ: "კონცერტი ვჭამოთ? და ზოგადად, ომს რომ კონცერტი გირჩევნიათ, იმიტომ ვართ ფსკერზე." (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული). პოსტს ტელეკომპანია "მთავარის" საინფორმაციო ბარათისთვის დამახასიათებელი ვიზუალი აქვს, რაც გავრცელებულ ინფორმაციას დამატებით დამაჯერებლობას სძენს.

სინამდვილეში მსგავსი ციტატა არ იძებნება "მთავარის" Facebook-გვერდზე. არც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ აღნიშნული ციტატა (ბმული 1, 2, არქივი).

12 ივნისს ტელეკომპანია "მთავარის" Facebook-გვერდზე დეკანოიძის იდენტური ფოტოსურათით სულ სხვა შინაარსის მასალა იძებნება (იხ. ქვემოთ). ორიგინალ საინფორმაციო ბარათზე სინამდვილეში პოლიტიკოსი TV პირველის მიერ გასაჯაროვებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობს პოლიცია მოქალაქეზე: "ეს არაადამიანები მიიღეს პოლიციაში. შეარჩიეს “კონკურსით; გაატარეს “პროფესიონალური” ტრენინგი; დანიშნეს პოლიციაში, მიანიჭეს წოდება; გაუშვეს დავალებაზე, ადამიანების დასაკავებლად მისცეს ძალაუფლება და განყოფილებაში აცემინეს დაკავებულები. მათ ჰყავთ უფროსები, იმათ, კიდევ, მათი უფროსები. ამ სქემაში ჩართულია ყველა: პოლიციის აკადემიიდან - უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. ეს არის წამება პოლიციის განყოფილებებში, რომელიც იმდენად მასიურია, რომ აღარ იმალება".

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყალბებულ და ორიგინალ საინფორმაციო ბარათებზე განსხვავებული ფონტებია გამოყენებული. გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ხატია დეკანოიძეც გამოეხმაურა და ციტატის ნამდვილობა უარყო.

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.