Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?

ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?

ივნისს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება (ბმული 1, ბმული 2), რომ პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ „ევროპულ ოჯახში ადგილი არ არის ბანდიტებისა და მკვლელებისთვის, რომლებმაც ქალები და ბავშვები მოკლეს“. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პრაქტიკულად გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. რეალურად, ეს ციტატა არასწორ კონტექსტშია გამოყენებული.

გავრცელებული ციტატა მართლაც ეკუთვნის პოლონეთის პრეზიდენტს. ეს კრიტიკული განცხადება ნავროცკიმ გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის უკრაინის აჯანყებული არმიის (UPA) გმირების სახელის მინიჭების შემდეგ. უფრო მეტიც, პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთვის პოლონური "თეთრი არწივის" ორდენის ჩამორთმევითაც კი დაიმუქრა. თუმცა, ნავროცკის განცხადების სრული კონტექსტიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი საუბრობდა იმ ისტორიული ფიგურებისა და ორგანიზაციების განდიდების მიუღებლობაზე, რომლებსაც პოლონეთი პასუხისმგებლად მიიჩნევს პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე.

პოლონეთის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადების მეორე მიზეზი იყო ზელენსკის მონაწილეობა ანდრიი მელნიკის ხელახალი დაკრძალვის ცერემონიაში. მელნიკი უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (OUN) ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელსაც ზელენსკიმ „დიდი უკრაინელი მოღვაწე“ უწოდა, რასაც პოლონეთში კრიტიკა მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ 1943-1945 წლებში ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში უკრაინის აჯანყებულ არმიასა (UPA) და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს პოლონელი ისტორიკოსების უმრავლესობა პასუხისმგებლობას აკისრებს ათობით ათასი პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე. მსხვერპლთა შორის დიდი რაოდენობით იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. ამ დროს უკრაინაში UPA-ს მნიშვნელოვანი ნაწილი განიხილება როგორც ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ამ ორგანიზაციის შეფასება ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება პოლონური ისტორიული ხედვისგან. ამასთან უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პოლონეთთან დიალოგის გზით მოაგვაროს ისტორიული განსხავებები. ასევე, თავად პოლონეთის პოლიტიკური ლიდერებიც საუბრობენ იმაზე, რომ ისტორიული დავები უნდა მოგვარდეს ისე, რომ არ შეუშალოს ხელი უკრაინის ევროინტეგრაციას.

შესაბამისად, ნავროცკის კრიტიკული განცხადება არ ნიშნავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, მით უმეტეს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი არ წარმოადგენს მთავრობას, რომელიც კოალიცია სამოქალაქო პლატფორმის და მისი პარტნიორების მიერ არის დაკომპლექტებული, ხოლო პრეზიდენტი ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის “კანონის და უზენაესობის” მიერ იყო მხარდაჭერილი. ამის მიუხედავად, თავად ნავროცკიც და ზოგადად პოლონეთის მთავრობაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიურად უჭერენ მხარს. უფრო მეტიც, ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პირობებში პოლონეთ-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და ეს ისტორიული პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ნავროცკის ციტატა რეალურია, ის არ წარმოადგენს უკრაინის ევროინტეგრაციის პრინციპულ უარყოფას. განცხადება გაკეთდა UPA-სა და მასთან დაკავშირებული ისტორიული ფიგურების განდიდების კრიტიკის კონტექსტში, რისი აღნიშვნის გარეშე პოსტი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.


See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.