Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში პრობაციონერების რაოდენობის შესახებ შეცდომაში შემყვანი სტატისტიკა ვრცელდება

სოციალურ ქსელში პრობაციონერების რაოდენობის შესახებ შეცდომაში შემყვანი სტატისტიკა ვრცელდება

მაისს 22, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Law, Politics

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ვრცელდება ფოტო (არქივირებული ბმული), რომელზეც პრობაციონერების რაოდენობის შესახებ სტატისტიკაა მოცემული და შედარებულია ამ მიმართულებით 2012 წლამდე და დღეს არსებული მდგომარეობა. პოსტის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქვეყანაში 24500 პატიმარი და 310 000 პრობაციონერი იყო, ხოლო “ქართული ოცნების პირობებში პატიმრების რაოდენობა 8500 ხოლო პრობაციონერების რაოდენობა 15 200-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ იდენტური ფოტო TikTok-ზეც გავრცელდა (ბმული 1, 2, 3).

სინამდვილეში, შეცდომაში შემყვანია, როგორც პოსტში პრობაციონერების შესახებ მოყვანილი რიცხვი, ასევე პატიმრების რაოდენობის შესახებ მოყვანილი რიცხვი.

ტერმინი პრობაციონერი არ არის იურიდიული ტერმინი. ის ყოველდღიურ გამოყენებაში უბრალოდ დამკვიდრებული ტერმინია და მასში, როგორც წესი, პირობითი მსჯავრის მქონე და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირებს გულისხმობენ.

პრობაციონერების რაოდენობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ნამდვილად მაღალი იყო. მეტიც, ევროსაბჭოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე დაანგარიშებით პრობაციონერთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. მიუხეადავად ამისა, ეს რიცხვი 310 000 არ ყოფილა. "ფაქტ-მეტრის" სტატიის მიხედვით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, პრობაციის შემთხვევების რაოდენობა 191 526 იყო, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლდა 5 046 პირი. აღნიშნული რიცხვი უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 310 ათასი. თუმცა რეალური არც ეს რიცხვია. ეს რიცხვი მიღებულია 2004-2012 წლებში პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანთა მექანიკურად დაჯამებით. მასში ის ადამიანები, რომელთაც პირობითი მსჯავრის ვადად 1 წელზე მეტი განესაზღვრა, რამდენჯერმე ხვდებიან. მაგალითად, თუ პირობითი მსჯავრი მოქალაქეს 2005 წელს განესაზღვრა 3 წლის ვადით, ის მოხვდება 2005, 2006 და 2007 წლების სტატისტიკაში. შესაბამისად, 191 526 არის ის მაქსიმალური რიცხვი, რომელიც იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური, თუ პირობითი მსჯავრის განსაზღვრა ერთ წელზე მეტი ვადით შეუძლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, რეალური რიცხვი გაცილებით დაბალი უნდა იყოს. ეს განცხადება ამ ფორმით ადრეც გავრცელებულა და საფუძვლად მას სწორედ აღნიშნული - არასწორი დაანგარიშება ედო.

თუ საქსტატის მონაცემებს შევხედავთ - რამდენი იყო პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანი 2004 – 2012 წლებში ჯამში, დავინახავთ, რომ რიცხვები გაცილებით დაბალია. 2004 – 2012 წლებში სასჯელის ღონისძიების სახით პირობითი მსჯავრი ჯამში 67 417 ადამიანს შეეფარდა. ამგვარად დაანგარიშებული რიცხვი, “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო ცხრა წლის განმავლობაში (2017-2025) არის 76 472. მხოლოდ 2025 წელს სულ საქართველოში იყო 22 767 მსჯავრდებული და მათ 50%-ს სასჯელის ღონისძიებად პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ (11 305 მსჯავრდებულს).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ სტატისტიკას საჯაროდ ათავსებს - იხილეთ სექცია: “მსჯავრდებულთა რიცხოვნობა სასჯელის ღონისძიებების მიხედვით”

რაც შეეხება პატიმართა რაოდენობას, 2004 წლიდან პატიმართა რაოდენობის ზრდა უწყვეტად გაგრძელდა 2011 წლის ჩათვლით. 2011 წელს პატიმართა რაოდენობამ 24 114-ს მიაღწია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის აღმნიშვნელ სტატისტიკად ევროსაბჭოს ანგარიშიდან (Council of Europe Annual Penal Statistics – SPACE I 2025) არის მოყვანილი რიცხვი. ამ ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა იყო 8 592. ამავე ანგარიშის მიხედვით, ეს არის წევრ ქვეყანათა შორის, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, მეოთხე ყველაზე უარესი შედეგი. საქართველო ამ სტატისტიკაში ჩამორჩა მხოლოდ თურქეთს, მოლდოვასა და აზერბაიჯანს და 100 ათას მოსახლეზე 231,9 პატიმრით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, დადებითი რიცხვი არც ეს არის, თუმცა მისი გავრცელებაც კონტექსტის გარეშე ხდება.

სინამდვილეში არცერთ წელს, წლის ბოლოსათვის, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 9000-ზე ნაკლები არ ყოფილა. 2025 წლის ბოლოსთვის კი პატიმართა რაოდენობამ არა 8500, არამედ უკვე 11 153 შეადგინა. ამასთან, ეს რიცხვი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. 2019 წელთან შედარებით ზრდა თითქმის ¼-ს შეადგენს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ სტატისტიკას საჯაროდ ათავსებს - იხილეთ სექცია “პატიმრების რაოდენობა”

ამგვარად, მოცემულ ფოტოში მოყვანილი რიცხვები დამატებითი კონტექსტის გარეშე სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.


See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.