Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა

უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა

მაისს 22, 2026 · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერა ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიაღწია რეჟიმის ცვლილებას ლატვიაში დრონების დარტყმის საშუალებით.
არაფერი ადასტურებს, რომ უკრაინული დრონების ლატვიაში ჩამოვარდნა გამიზნული იყო.
ზელენსკის მთავრობას ლატვიის გადამდგარ მთავრობასთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის აღწერაშიც პოსტის ავტორი ამბობს, რომ "ზელენსკიმ მიაღწია რეჟიმის შეცვლას ლატვიაში დრონების დარტყმით" (დაარქივებული ბმული). ვიდეო ასახავს ლატვიის პრემიერ მინისტრის, ევიკა სილინას პრეს-კონფერენციის ნაწილს გადადგომის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის მარტივი, თუმცა სამართლიანია.

ევიკა სილინას გადადგომის თავდაპირველი ფაქტორი ნამდვილად იყო დრონების ჩამოვარდნა ლატვიის ტერიტორიაზე, თუმცა ეს პირდაპირი მიზეზი არ ყოფილა. BBC-ის ინფორმაციით, 2026 წლის 7 მაისს ლატვიის საჰაერო სივრცე სამმა დრონმა დაარღვია, მათგან ორი კი ლატვიის ტერტორიაზე ჩამოვარდა. ერთი მიწას დაენარცხა, ერთი ნავთობ პროდუქტების ცარიელ საწყობს შეეჯახა, ხოლო მესამემ ლატვიის საჰაერო სივრცე დატოვა. ინციდენტს მსხვერპლი ან ადამიანების ფიზიკური დაზიანება არ გამოუწვევია.

რამდენიმედღიანი ბუნდოვანების შემდეგ დრონების წარმომავლობასთან დაკავშირებით, 10 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ თავის X პლატფორმის გვერდზე განაცხადა ინციდენტის დეტალებზე. სიბიჰამ დაადასტურა, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონები უკრაინული იყო და მათი ლატვიაში ჩამოვარდნა გამოიწვია რუსული მხარის მიერ დრონების კურსის გამიზნულად შეცვლამ, ელექტრონული ომის საშუალებების გამოყენებით. 2026 წლის 7 მაისის ღამით, უკრაინა რუსულ სამიზნეებს დრონებით უტევდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეტევისას გამოყენებული უკრაინული დრონების ნაწილი ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ანდრიი სიბიჰამ გაახმოვანა უკრაინის მზადყოფნა უფრო მჭიდროდ ემუშავა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ფინეთთან ერთად, რომ მსგავსი ინციდენტები სამომავლოდ თავიდან ყოფილიყო აცილებული. უკრაინას გამაფრთხილებელი განცხადება რუსების მხრიდან უკრაინული დრონებისთვის მიზანმიმართულად კურსის შეცვლის შესახებ, ბალტიისპირეთისა და ფინეთის დასაზიანებლად, 2026 წლის მარტის ბოლოსაც ჰქონდა გაკეთებული.

ანდრიი სიბიჰას მიერ X-ზე გაკეთებული განცხადების დღესვე, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ასევე X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ მან დაკარგა ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსისადმი ნდობა და მას გადადგომისკენ მოუწოდა. იმავე დღეს, ანდრის სპურდსმა X-ზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რათა თავიდან აეცილებინა კრიტიკის მის მიმართ აგორებული ტალღის ლატვიის არმიაზე გავრცელება. განცხადებაში მან გააკრიტიკა პრემიერ მინისტრ ევიკა სილინას პარტია "ახალი ერთობა", რომელთანაც მისი პარტია "პროგრესულები" კოალიციაში იმყოფებოდა, კიდევ ერთ პარტიასთან, "მწვანეებისა და ფერმერების ერთობასთან" ერთად. საკმაოდ ვრცელ განცხადებაში, სპრუდსმა "ახალი ერთობა" პოლიტიკური თამაშების წარმოებაში დაადანაშაულა.

შემდგომ დღეებში, პრემიერმა სილინამ თავდაცვის მინისტრის პოსტი პოლკოვნიკ რაივის მელნისს შესთავაზა. შედეგად პარტია "პროგრესულებმა" განაცხადა, რომ ისინი ევიკა სილინას მთავრობას მხარს აღარ უჭერდნენ. სილინასთან შეხვედრის შემდეგ, მათ თქვეს, რომ პრემიერისგან საჭირო პასუხები ვერ მიიღეს და რომ პრემიერის მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად ხმების შეგროვებას დაიწყებდნენ. ამას საბოლოოდ ლატვიის მმართველი კოალიციის რღვევა და 14 მაისს პრემიერის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება მოჰყვა.

რომ შევაჯამოთ, პრემიერ მინისტრ ევიკა სილინას გადადგომა ლატვიაში უკრაინული დრონების ჩამოვარდნასთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. მისი გადადგომა სამთავრობო კოალიციის რღვევას მოჰყვა მას შემდეგ, რაც მან დრონების ინციდენტის გამო კოალიციური პარტნიორის, "პროგრესულების" წარმომადგენლის, თავდაცვის მინისტრ ანდრის სპრუდსის გადადგომა მოითხოვა, რაც ამ უკანასაკნელმა დააკმაყოფილა.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას ევიკა სილინას მთავრობასთან რაიმე სერიოზული სახის პრობლემა ან დაძაბულობა არ ჰქონია. მაგალითისთვის, 2025 წლის ივლისში, პრემიერი ევიკა სილინა კიევში ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზელენსკიმ ლატვიის პრემიერს უთხრა, რომ მან კარგად იცოდა იმის შესახებ, რომ ლატვია, მისი მთავრობა და ხალხი, უკრაინისა და უკრაინელების დიდი მეგობრები არიან. თავის მხრივ სილინამ დაუდასტურა ზელენსკის, რომ ლატვია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებდა. 2026 წლის მარტის ბოლოს კიევს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსიც ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც მხარეებმა ერთმანეთს ხანგრძლივი მეგობრობა და მხარდაჭერა აღუთქვეს.




See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.