Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში აქციის მონაწილის კომენტარი კონსტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილის კომენტარი კონსტექსტის გარეშე ვრცელდება

მაისს 20, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელებში Facebook-სა და TikTok-ზე გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, არქივირებული ბმული) "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის 16 მაისის ლაივ-ჩართვიდან მონაკვეთი. გავრცელებულ მონაკვეთში ჩანს, რომ ვაშაძის კითხვაზე, მოდის თუ არა 26 მაისის აქციაზე, მოქალაქე პასუხობს: "მე 26-ში კი არა, აგერ [ყელში] მაქვს ეს აქციები ამოსული". ვიდეო აქ წყდება და გრძელდება ცნობილი მიმით "გადაღებულია რობერტ. ვეიდის მიერ", რაც ერთობლიობაში ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკოსს ისეთი მოქალაქე შეხვდა, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეწინააღმდეგება.

სრულ ვიდეოში, რომელიც გიორგი ვაშაძემ 2026 წლის 16 მაისს გამოაქვეყნა, ჩანს რომ მოქალაქე არა თავისთავად შეკრებას ეწინააღმდეგება, არამედ პოლიტიკოსს ხალხის შეკრების შემდგომ მოქმედების მექანიზმის არარსებობაზე მიუთითებს (3:45 წუთიდან): "მე 26-ში კი არა, აგერ [ყელში] მაქვს ეს აქციები ამოსული. ერთი დღე უნდა დავამთავროთ და ცხოვრება უნდა დავიწყოთ ნორმალური. ამისათვის მარტო შეკრება კი არ არის საჭირო, მექანიზმი უნდა შეიქმნას ისეთი, რომელმაც [აწყვეტინებს ვაშაძე კომენტარით, რომ 26-ში იქნება]. მე არ ვიცი რა იქნება 26-ში, თქვენ მექანიზმი გაქვთ, სისტემა შემუშავებული, რომ ხალხის რაოდენობა წავიდეს და რომელმაც მერე რო დამთავრდება.. ყველა თავისკენ საბანს წევს, ვინც კი მოსულა აქ ქვეყანაზე." გიორგი ვაშაძე შემდეგ აღნიშნავს, რომ 26 მაისს წარუდგენენ შესაბამის მექანიზმს, რის შემდეგაც მოქალაქე ამბობს: კი, ბატონო. 26-ის შემდეგ, მოდით და ვისაუბროთ".

ამდენად, სრული კონტექსტის გარეშე შესაძლოა მოჭრილმა ვიდეომ მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას სოციალური ქსელის მომხმარებლებს, თითქოს ვაშაძის შემხვედრი მოქალაქე პროტესტის მოწინააღმდეგეა. სინამდვილეში, აღნიშნული მოქალაქე პოლიტიკოს შეკრების მიღმა გამარჯვების მექანიზმის მოფიქრების კონტექსტში მიმართავს და თავის მხრივ, შეკრებისა და აქციების მოწინააღმდეგე არ არის.

See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.