Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია სურათი, რომელშიც არსენი იაცენიუკი მალდივის კუნძულებზეა

ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია სურათი, რომელშიც არსენი იაცენიუკი მალდივის კუნძულებზეა

მაისს 5, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

გავრცელდა ფოტო, თითქოს უკრანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მალდივის კუნძულებზეა
სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდია
ვიდეოს პირველწყარო უკრაინული ტიკტოკ-გვერდია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებს აქვეყნებს


2026 წლის 28 აპრილს, უკრაინულმა ტიკტოკ-გვერდმა "naperedku", გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენუკის ვიდეო. ვიდეოში იაცენუკი ტროპიკულ სანაპიროზე, ალკოჰოლური სასმლით ჩანს და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს.

ვიდეოში არაერთი ხელოვნური ინტელექტის არაერთი ნიშანი არის. მათ შორის, ტიკტოკზე არსებული ნიშანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ მასალას ედება. იმისათვის, რომ მასალის ამოცნობა გართულებულიყო, დეზინფორმაციის წყაროებმა ვიდეოს მხოლოდ ფოტოანაბეჭდი გაავრცელეს. ის თავდაპირველად უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს, თუმცა მალე რუსულმა ანგარიშებმა აიტაცეს. ქართულ საინფორმაციო სივრცეში ყალბი სურათი Facebook-ანგარიშებმა გაავრცელეს (ბმული 1, 2).

ტიკტოკ გვერდს მსგავსი შინაარსის უამრავი ვიდეო აქვს ატვირთული. ყველა ვიდეოში, რომელიც გვერდს აქვს ატვირთული, უკრაინის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და ხელოვნური ინტელექტის არის გამოყენებული. აღწერაში ვკითხულობთ: "არხი პოლიტიკური სატირისთვის და მეტისთვის".

კონკრეტულად იაცენუკზე ტიკტოკ-გვერდს იგივე სახის რამდენიმე ვიდეო აქვს ატვირთული. მათ შორის, ერთ-ერთში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტროპიკული სანაპიროს ფონზე, კოქტეილით ხელში, უკრაინელებს აღდგომას ულოცავს. აღნიშნული ვიდეოც მომხმარებლების ნაწილმა რეალურად აღიქვა, შედეგად ის სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზეც გავრცელდა.

გარდა ამისა, კონკრეტულად იმ ვიდეოში, რომლის ფოტოანაბეჭდიც ქართულმა ანგარიშებმა გაავრცელეს, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ცხადი ნიშანია. პირველ რიგში, იაცენუკი საკუთარ თავს ვიდეოს თავად უღებს, მაგრამ მარჯვენა ხელი, რომელშიც წესით მოწყობილობა უნდა ეჭიროს, ქვემოთ არის დაშვებული. ამავდროულად, ფონზე ზღვის გარდა არაფერი იძვრის - პალმის ხეები სტატიკურია, კურორტის არსებობის მიუხედავად კი გარშემო ადამიანები არ არიან.


See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.