Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
უკრაინაში ქალების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონის ინიციირების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინაში ქალების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონის ინიციირების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

აპრილს 30, 2026 · Verdict: Lie · Politics
Share

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც უკრაინის რადის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი დადანაშაულებულია ქალების კასტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაში. ვიდეოს მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ქალების კასტრაციას, რომელთაც ბავშვების შენახვის ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვთ. ამის შემდეგ, უკრაინაში მოქმედი ხელისუფლება ნაცისტურ რეჟიმთანაა შედარებული (არქივირებული ბმული).

ვიდეოში მოსაუბრე რესპოდენტი ნიკოლაი აზაროვია - უკრაინის ყოფილი პრემიერი, რომელიც უკრაინაში თანამდებობას 2014 წლის თებერვლამდე იკავებდა. ის სწორედ იმ მთავრობის წევრი იყო, რომელმაც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა და რასაც უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები და, საბოლოოდ, რევოლუცია მოჰყვა. თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე საათში აზაროვმა თავი ავსტრიას შეაფარა. 2025 წლის დეკემბერში მას უკრაინულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით პატიმრობა 4 მუხლით: სახელმწიფო ღალატი საომარი მოქმედებების დროს, შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის / აგრესიის გამართლება.

რაც შეეხება დეპუტატს, რომელსაც ყოფილი პრემიერი აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას აბრალებს, ის უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ სიით მოხვდა და ამჟამად სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება ფაქტობრივ საფუძველს არ ეყრდნობა. მსგავსი ინფორმაცია ავტორიტეტულ უკრაინულ მედიებს არ გაუვრცელებიათ. დამატებით, "ჯეოფაქტსმა" უკრაინის უმაღლესი რადის (საკანონმდებლო ორგანოს) პორტალზე რეგისტრირებულ კანონპროექტებშიც მსგავსი ვერაფერი იპოვა. გარდა ზოგადად მიმდინარე განსახილველი კანონპროექტებისა, მსგავსი შინაარსის კანონპროექტი არ იძებნება არც დეპუტატ ტრეტიაკოვას ინიციირებულ კანონპროექტებში (კანონპროექტების მოძიება მათი შინაარსის, სახელის, წამყვანი კომიტეტის, ინიციატორისა თუ სხვა ფილტრების საშუალებით შესაძლებელია ბმულზე: https://itd.rada.gov.ua/billinfo ).

ამგვარად, ინფორმაცია, რომ უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობის არმქონე ქალების კასტრაციის მიზნით კანონპროექტი დაინიციირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.


See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.