Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

აპრილს 15, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება საინფორმაციო ბარათი, რომელზეც საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ნოკოლაოს დენდიასია გამოსახული. საინფორმაციო ბარათზე დატანილია ციტატა, რომელიც თითქოს დენდიასის ეკუთვნის: "ჩვენ ვქმნით ახალ საქართველოს, სადაც მისი მაცხოვრებლების ფერსა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ ექნება" (არქივირებული ბმული).

ნიკოლაოს დენდიასი 2023 წლიდან საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. მანამდე 2019-2023 წლებში ის საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა. Google-ის საძიებო სისტემაში ბერძნულ ენაზე დენდიასისა და საქართველოს ერთობლივად ძიებისას რამდენიმე შედეგი ჩნდება. მათგან ერთი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დენდიასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დარჩიაშვილთან შეხვედრას ასახავს, ხოლო მეორე - NATO-სა და პარტნიორების ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაციას მოიცავს, რომელშიც დენდიასის ციტატაა მოცემული. ერთობლივ წვრთნაში საქართველოც მონაწილეობდა და დენდიასისმა როგორც უკვე თავდაცვის მინისტრმა, წვრთების მონახულებისას მაშინ ისაუბრა. არც ერთ შემთხვევაში, დენდიასს არ უსაუბრია "ახალი საქართველოს შექმნაზე". ქართულ ენაზე ძიებისას, მსგავსი ციტატა არ იძებნება არც ერთი ქართულენოვანი მედიასაშუალების ვებგვერდზე.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ფოტოს Google-ის ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტით ძიებას მივყავართ ბერძნული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის, Greek Fact-Check-თან, რომლებმაც იდენტური ვიზუალის მქონე საინფორმაციო ბარათი გადაამოწმეს.



ბერძნულენოვან დეზინფორმაციაში დენდიასს მიეწერებოდა იგივე შინაარსის ციტატა, იმ ცვლილებით, რომ მასში არა საქართველო, არამედ საბერძნეთი ეწერა: "ჩვენ ვქმნით ახალ საბერძნეთს, სადაც მისი მაცხობრებლის ფერს და წარმომავლობას მნიშვნელობა არ ექნება". ფაქტების გადამმოწმებლებმა გავრცელებული ციტატის ნამდვილობა ვერ დაადასტურეს.

დამატებით, დენდიასის მხრიდან მსგავსი განცხადების საბერძნეთის კონტექსტში გაკეთებას საეჭვოს ის ფაქტიც ხდის, რომ მას მიგრაციის საკითხზე კრიტიკული შეფასებები გაუკეთებია. Greek FactCheck-ის თანახმად, როდესაც დენდიასი 2012-2014 წლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მან არალეგალურ მიგრაცია შეაფასა როგორც "სახელმწიფოს საძირველქვეშ ბომბი", ხოლო საბერძნეთში შემავალი "მიგრანტების ხარისხს" სავალალო უწოდა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.