Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს

აპრილს 3, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ალ-კაიდა მოითხოვს მულსიმებმა მსოფლიოს გარშემო ირანის წინააღმდეგ მხარი ისრაელს დაუჭირონ.
გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება პლატოფრმა X-ზე განთავსებულ ვიდეო მიმართვას.
ანალიზი აჩვენებს, რომ ვიდეო მიმართვა ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

2026 წლის მარტის დასაწყისში ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტში ირანის წინააღმდეგ ისრაელს უჭერს მხარს (დაარქივებული ბმული; 1). ინფორმაციის მიხედვით, ალ-კაიდა ასევე მოუწოდებს ყველა მუსლიმს, მათაც დაუჭირონ მხარი ისრაელს.

ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულია პოსტი პლატფორმა X-ზე, რომელსაც ფოტო აქვს თანდართული. აღნიშნული ფოტოანაბეჭდის უკუძიებას ღია წყაროებში მივყავართ კიდევ ერთ პოსტამდე პლატფორმა X-ზე, რომელსაც თან ერთვის ვიდეო მიმართვა. მიმართვაც და პოსტის ტექსტიც უფრო მეტ კონტექსტს გვაძლევს გავრცელებული მტკიცების შესახებ.

პოსტის ტექსტის მიხედვით, Tehrik-e-Taliban Pakistan (TTP)-ის, იგივე პაკისტანური თალიბანის ერთ-ერთი წამყვანი ხელმძღვანელი, ქარი კალიდი, იგივე აშნა, ავრცელებს ვიდეო მიმართვას ავღანეთიდან, რომელშიც მხარდაჭერას ისრაელს ირანის წინააღმდეგ უცხადებს და მხარდამჭერებს მოუწოდეს ისრაელს ირანის განადგურებაში დაეხმარონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოსტს X-ზე თან ერთვის ე.წ. community note, პლატფორმის მომხმარებლების მიერ ვიდეოსა და პოსტის გადამოწმების შედეგები, რომლის მიხედვითაც ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული და არ არსებობს ავთენტური წყაროები, რომლებიც აღნიშნული ვიდეომიმართვის ნამდვილობას დაადასტურებდა.

ღია წყაროებში მსგავსი განცხადების შესახებ ინფორმაციის ძიება შედეგებს არ იძლევა. ავტორიტეტულ საერთაშორისო მედია საშუალებებს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

არ იძებნება ინფორმაცია TTP-ს ხელმძღვანელზე იმ სახელით, რომელიც პოსტშია მოცემული. Qari Kalid-თან ყველაზე უაფრო მიახლოებული სახელით გვხვდება Qari Mohammad Ayub Khalid, რომელიც ავღანური თალიბანის ჰელმანდის პროვინციის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის მეთაურია და გარეგნულად საერთოდ არ ჰგავს ვიდეოში ასახულ პიროვნებას.

დამატებით, ვიდეოს ავთენტურობისა და მასში ხელოვნური ინტელექტის კვალის აღმოსაჩენად "ჯეოფაქტსმა" ორი ხელსაწყო: Sight Engine და Hive Moderation გამოიყენა.

Sight Engine-ის ანალიზის მიხედვით, ვიდეო 88% ალბათობით ე.წ. Deep Fake-ია, სახის მანიპულაციის მიზეზით.

Hive Moderation-ის ანალიზით, 64.7% ალბათობით ვიდეო Deep Fake-ია.

ვიდეოს ვიზუალური და აუდიო ანალიზიც მიგვითითებს ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაზე. ვიდეოში ასახული პიროვნების საუბარი მონოტონურია, სახის გამომეტყველება მუდმივად ინარჩუნებს ნეიტრალურობას, ხოლო საუბრის ტექსტი ზოგიერთ მომენტში არ ემთხვევა ტუჩების მოძრაობას.

აღნიშნული ვიდეო პაკისტანურმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია IVerify Pakistan-მაც გადაამოწმა, რომლებმაც გავრცელებული მასალა ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილად შეაფასეს.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.