Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება გიორგი ბარამიძის ინტერვიუდან ამოჭრილი ამონარიდი

სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება გიორგი ბარამიძის ინტერვიუდან ამოჭრილი ამონარიდი

მარტს 24, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გიორგი ბარამიძის კონტექსტიდან ამოღებული არასრული ციტატა: “მაქსიმალურად სკოლებში, ნოუთბუქებს ვურიგებდით პირველკლასელებს, რომ საქართველოდან გაუსვლელადაც კი, შეძლებოდათ, მაგალითად, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ.”

გავრცელებული ვიდეო (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსი აბსურდულ განცხადებას აკეთებს, რომ პირველკლასელს ლეპტოპის გამოყენებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეუძლია. სინამდვილე ბარამიძის ციტატა კონტექსტის გარეშეა მოჭრილი.


გიორგი ბარამიძის ვიდეოს სრული ვერსიის ნახვის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ციტატა კონტექსტიდან არის ამოღებული. გიორგი ბარამიძე ინტერვიუს შესაბამის მონაკვეთში (17:00), განათლების საკითხებზე, მათ შორის, ილიაუნიზე შეტევის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ბევრი პროგრამა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს ხორციელდებოდა განათლების სფეროში. კერძოდ, ბარამიძე იხსენებს, რომ ივანიშვილმა გააუქმა მაგალითად ისეთი პროგრამა - “ინგლისურს რომ ასწავლიდნენ უამრავი ადამიანები, რომლებიც მოწვეული გვყავდა ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები, ვისაც ამ ენის სწავლება შეეძლო ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, არამედ პედაგოგებისთვის, მათ შორის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ინგლისური ენის პედაგოგეგებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ მთელ მსოფლიოში კონკურენტუნარიანები და საქართველოდან გაუსვლელადაც კი, გამომდინარე იმისა, რომ ჩვენთან ასევე ინტერნეტიც შემოვიდა, მაქსიმალურად სკოლებში, ნოუთბუქებს ვურიგებდით პირველკლასელებს, რომ საქართველოდან გაუსვლელადაც კი, შეძლებოდათ, მაგალითად, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ, ან, საკონსულტაციო რაღაც საქმიანობით დაკავებულიყვნენ, ან იგივე იმ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნიკა სცოდნოდათ, ხელოვნური ინტელექტის კურსები ყოფილიყო, ჰოდა, აქედან კი არ გაქცეულიყვნენ, საქართველოში ყოფილიყვნენ და ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები.”

ამ ციტატიდან ნათელია, რომ გიორგი ბარამიძე საუბრობს წინა ხელისუფლების მიზანზე, რომ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები და საქართველოდან გაუსვლელადაც კი შეძლებოდათ, მაგალითად, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ და საკონსულტაციო და სხვა მაღალტექნოლოგიური საქმიანობით დაკავებულიყვნენ. ამ წინადადების შუაში ის ჩანართს აკეთებს, რომ “სკოლებში, ნოუთბუქებს ვურიგებდით, პირველკლასელებს,” შემდეგ კი აგრძელებს აზრს, რომ ახალგაზრდებს “საქართველოდან გაუსვლელადაც” უნდა შეძლებოდათ საქმიანობა.

შესაბამისად, გიორგი ბარამიძის ინტერვიუს ფრანგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რაც მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.



See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.