Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ვრცელდება დაუსაბუთებელი კონსპიროლოგიური ინფორმაცია ბლექროქის და ვანგარდის „ჟენევის საიდუმლო სამიტის“ და „მოსახლეობის შემცირების გეგმის“ შესახებ

ვრცელდება დაუსაბუთებელი კონსპიროლოგიური ინფორმაცია ბლექროქის და ვანგარდის „ჟენევის საიდუმლო სამიტის“ და „მოსახლეობის შემცირების გეგმის“ შესახებ

მარტს 18, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელში ვრცელდება კონსპიროლოგიური პოსტები იმის შესახებ, როგორ ჩატარდა 7-8 მარტს ჟენევაში დახურული სამიტი ბლექროკის (BlackRock), ვანგარდის (Vanguard) და ე.წ. ჩრდილოვანი ელიტების მონაწილეობით. ამ კონსპირაციის მიხედვით შეხვედრაზე განიხილეს „მოსახლეობის შემცირება და რესურსების გადანაწილება აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში“ (არქივირებული ბმული).


ეს კონსპიროლოგიური ნარატივი პირველად გავრცელდა კონსპირაციული შინაარსით ცნობილ რუსულ ტელეგრამ-არხზე „Конспиратор #1“. პოსტში აღნიშნულია, რომ შეხვედრას „არცერთი ჟურნალისტი არ ესწრებოდა“, ხოლო „შეთქმულების თეორეტიკოსთა არხმა“ თითქოს აუდიოჩანაწერი მოიპოვა. თუმცა არ არის წარმოდგენილი არც დოკუმენტი, არც შეხვედრის მონაწილეთა სია, არც აუდიომასალის წყარო და არც დამოუკიდებელი წყარო.


პოსტში ნახსენები საინვესტიციო კომპანიები კონსპირაციული თეორიების ხშირი სამიზნეები არიან. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება მტკიცებები, თითქოს ეს კომპანიები აკონტროლებენ მსოფლიოს ეკონომიკასა და ფინანსებს. მსგავსი მტკიცებები ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, "ჯეოფაქტსის" მიერ აქამდეც გაბათილებულა.

ჟენევის „საიდუმლო სამიტის“ პოსტში ასევე ნახსენებია ე.წ. „მოსახლეობის შემცირების“ თემა, რომელიც თავის მხრივ, ასევე არის ერთ-ერთი ხშირად გავრცელებული კონსპირაციული ნარატივი. გლობალური კონსპირაცია მოსახლეობის ხელოვნურად შემცირების შესახებ სხვადასხვა დროს უკავშირდებოდა ვაქცინების, კლიმატის პოლიტიკის, ეკონომიკური კრიზისების, ომების და სულ ბოლოს COVID-19-ის პანდემიის თემებს. ამ კონსპირაციის ფარგლებში ვრცელდებოდა მტკიცებები, თითქოს ვირუსი ან/და ვაქცინები „მოსახლეობის კონტროლის მიზნით“ შეიქმნა და რომ იგეგმება ე.წ. “დიდი გადატვირთვა.” მსგავსი კონსპირაციული თეორიები ასევე ბევრჯერ გადამოწმდა სანდო მედია საშუალებების და ფაქტების გადამმოწმებლების მიერ და დადასტურდა მათი სიყალბე.


კონსპირაციული ნარატივები ხშირად იყენებს მსგავს ფაბულებს. კერძოდ, ხშირია აპელაცია „საიდუმლო შეხვედრებზე“, აბსტრაქტულ „მსოფლიო ელიტებზე“ და გავლენიან კორპორაციებზე. ასევე, ასეთ ნარატივებში გაძლიერებულია გადაუდებელი საფრთხის განცდა, მაგალითად, იმის მტკიცებით, რომ „საზღვრები მალე დაიხურება,“ ან „მსოფლიო რუკა შეიცვლება.“ ამასთან, მსგავსი კონსპირაციული ტექსტები ხშირად ამტკიცებს, რომ „მედია დუმს“, რაც აუდიტორიას უბიძგებს დაუჯეროს მხოლოდ კონსპირაციულ წყაროს. ჟენევის საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებული პოსტიც სწორედ ამ აპრობირებულ სქემას იმეორებს.


შესაბამისად, მტკიცება, რომ 7-8 მარტს ჟენევაში ჩატარდა საიდუმლო სამიტი ბლექროკის და ვანგარდის მონაწილეობით მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს და არ დასტურდება.


See all posts

Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.