სოციალურ ქსელში გრიგოლ ლილუაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება, თითქოს ივანიშვილი ნაციონალური მოაძრაობის დაფინანსებას აიძულებდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა გრიგოლ ლილუაშვილის ფოტო ყალბი ციტატით, რომ “პირადად ბიძინა ივანიშვილი გვაიძულებდა ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას.”
ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გრიგოლ ლილუაშვილმა მსგავსი შინაარსის მქონე განცხადება გააკეთა (ბმული 1, 2, 3).
იდენტური ციტატა 2025 წლის სექტემბერშიც გავრცელდა და მას ქართული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია “მითების დეტექტორი” გამოეხმაურა და ყალბად შეაფასა. მათი კვლევის თანახმად, 2025 წელს აღნიშნული ყალბი ციტატის პირველწყარო ტიკტოკ ანგარიშები georgiandream2 და georgiandream.4141 იყვნენ, რომლებიც პლატფორმაზე აღარ იძებნება.