Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება

ტყუილია, რომ ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება

მარტს 16, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასი ათასობით ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, ბარონ ტრამპის, მობილიზება და ირანში საბრძოლველად გაგზავნაა მოთხოვნილი. ამასთან, გავრცელებულ პოსტებში ვკითხულობთ, რომ "ტრამპის უმცროსი ვაჟი სამხედრო მობილიზაციისთვის იძებნება", რაც აჩენს არასწორ წარმოდგენას, რომ ბარონ ტრამპი სამხედრო მობილიზაციას ემალება (არქივირებული ბმული).

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ში მართლაც შეიქმნა ვებგვერდი DraftBarronTrump.Com (გაიწვიეთ ბარონ ტრამპი), თუმცა ის სატირული შინაარსის არის და არ წარმოადგენს პეტიციას, შესაბამისად, ტყუილია, რომ "ასი ათასობით ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას", ვინაიდან პეტიცია არ არსებობს.

ვებგვერდი ამერიკული კომედიური ანიმაციის "South Park-ის" ყოფილმა სცენარისტმა, ტობი ნორტონმა შექმნა. მასზე განთავსებულია სატირული ციტატები, რომლებიც თითქოს ტრამპს და მის ოჯახის წევრებს ეკუთვნით.

ნორტონს ტრამპის გასაშარჟებლად სატირული გვერდები აქამდეც შეუქმნია. მაგალითად, მან იყიდა დომენი სახელწოდებით trumpkennedycenter.org, მას შემდეგ რაც კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის სახელი ტრამპ-კენედის სახელობის ცენტრად გადაკეთდა. ნორტონმა ასევე შექმნა ვებგვერდი ResignChuck.com (გადადექი ჩაკ), რომელიც დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის გადადგომას მოითხოვს ტრამპის ქმედებების მიმართ მისი სუსტი წინააღმდეგობის გამო.

ბარონის სამხედრო გაწვევის შესახებ სატირული ვებგვერდის შექმნას სოციალურ მედიაში პოსტები მოჰყვა, რომელშიც ტრამპის და ირანში სამხედრო ოპერაციის კრიტიკოსები ბარონ ტრამპის გაწვევას მოითხოვენ, თუმცა პოსტებიც სატირული შინაარსის არის.

ბარონ ტრამპს აშშ-ის სამხედრო ძალებში ვერ გაიწვევენ. აშშ-ში სავალდებულო სამხედო გაწვევა 1973 წლის შემდეგ არ მოქმედებს და სამხედრო ძალებში გაწევრიანება მოხალისეობრივია. ამავდროულად, ბარონის სიმაღლე 2.05 მეტრია, რაც აღემატება აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის დადგენილ მაქსიმალური სიმაღლის სტანდარტს, რომელიც 2.03 მეტრია.

ინფორმაცია, რომ ბარონ ტრამპი იძებნება, ასევე ტყუილია. პრეზიდენტ ტრამპის 19 წლის ვაჟი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი არის და ძირითადად დროს ქალაქ ნიუ-იორკში ატარებს.


See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.