Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს

არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს

მარტს 11, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

2026 წლის 5 მარტს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის და ირანის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გვერდებმა და პროფილებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანის საპასუხო საჰაერო იერიშების სამიზნეთა შორის საქართველოში აშშ-ის საელჩო არ იქნებოდა. ინფორმაციის დასტურად კი მოყვანილია ირანული ტელევიზიის ეთერის სურათი, სადაც სპარსულ ენაზე წერია - "ირანი არ დაესხმევა თავს აშშ-ის საელჩოს საქართველოში".

აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელთა ნაწილს წყაროდ "ირანული მედია "Iranian" მოჰყავს, ნაწილს კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, ესმაილ ბაღაეი.

ირანული მედია სახელწოდებით "Iranian" არ არსებობს. ირანში მოქმედებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი (Islamic Republic of Iran Broadcasting - IRIB), რომელიც მართავს კონკრეტულ არხებს, როგორიცაა IRIB TV1, IRIB TV2, IRINN (Islamic Republic of Iran News Network). სურათზე სწორედ ამ უკანასკნელის ვებგვერდის მისამართს ვკითხულობთ - IRINN.IR, თუმცა მსგავსი ვებგვერდი, რეალურად, არ არსებობს.

რაც შეეხება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს, ირანულ, ქართულ და საერთაშორისო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ მან მსგავსი განცხადება გააკეთა. ინფორმაციას მხოლოდ ცალკეული სოციალური მედიის გვერდები და პროფილები ავრცელებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი წყარო არ აქვთ წარმოდგენილი.

არაავთენტურია სატელევიზიო სტუდიის სურათიც. ის არ ჰგავს IRINN-ის ეთერში გასული ახალი ამბების გადაცემის სტუდიას. საეჭვო არის ასევე ის ფაქტი, რომ სურათში არ ჩანს ახალი ამბების წამყვანი, თუმცა ფონზე ჩანს ტელევიზორი, რომელშიც აშშ-ის საელჩოს სურათი ციფრულად არის ჩასმული.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების არხის სტუდია



See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.