Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს

არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს

март 11, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья
Поделиться

2026 წლის 5 მარტს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის და ირანის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გვერდებმა და პროფილებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანის საპასუხო საჰაერო იერიშების სამიზნეთა შორის საქართველოში აშშ-ის საელჩო არ იქნებოდა (ბმული 1, 2). ინფორმაციის დასტურად კი მოყვანილია ირანული ტელევიზიის ეთერის სურათი, სადაც სპარსულ ენაზე წერია - "ირანი არ დაესხმევა თავს აშშ-ის საელჩოს საქართველოში" (არქივი).

აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელთა ნაწილს წყაროდ "ირანული მედია "Iranian" მოჰყავს, ნაწილს კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, ესმაილ ბაღაეი.

ირანული მედია სახელწოდებით "Iranian" არ არსებობს. ირანში მოქმედებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი (Islamic Republic of Iran Broadcasting - IRIB), რომელიც მართავს კონკრეტულ არხებს, როგორიცაა IRIB TV1, IRIB TV2, IRINN (Islamic Republic of Iran News Network). სურათზე სწორედ ამ უკანასკნელის ვებგვერდის მისამართს ვკითხულობთ - IRINN.IR, თუმცა მსგავსი ვებგვერდი, რეალურად, არ არსებობს.

რაც შეეხება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს, ირანულ, ქართულ და საერთაშორისო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ მან მსგავსი განცხადება გააკეთა. ინფორმაციას მხოლოდ ცალკეული სოციალური მედიის გვერდები და პროფილები ავრცელებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი წყარო არ აქვთ წარმოდგენილი.

არაავთენტურია სატელევიზიო სტუდიის სურათიც. ის არ ჰგავს IRINN-ის ეთერში გასული ახალი ამბების გადაცემის სტუდიას. საეჭვო არის ასევე ის ფაქტი, რომ სურათში არ ჩანს ახალი ამბების წამყვანი, თუმცა ფონზე ჩანს ტელევიზორი, რომელშიც აშშ-ის საელჩოს სურათი ციფრულად არის ჩასმული.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების არხის სტუდია



Все посты

Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
Дезинформация: Трамп публично угрожал Путину
фев 10, 2024
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
В социальных сетях распространяется отредактированная фотография Зеленского
фев 24, 2026
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
апр 29, 2026
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
Дезинформация: Дональд Трамп-младший считает, что США должны были поставлять оружие не Украине, а России
фев 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.