Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბაჩო ახალია ვიდეოში 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს არ უარყოფს

ბაჩო ახალია ვიდეოში 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს არ უარყოფს

იანვარს 25, 2026 · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ ბაჩო ახალაია 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს უარყოფს;
ახალაია ვიდეოში, რომელიც მისმა ცოლმა გამოაქვეყნა, სინამდვილეში ძალის გამოყენებას არ უარყოფს;
ის ამბობს, რომ 7 ნოემბერს მოხდა მოქალაქეების დარბევა და იყო „ცალკეული გადაცდომები“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გაჟღერდა მტკიცება, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს უარყოფს (დარქივებული ბმული).

ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა მეუღლის დაკავებამდე ორი დღით ადრე ჩაწერილი ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ახალაია შვილებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე უყვება.

ვიდეოს ერთ-ერთ ნაწილში ახალაია 7 ნოემბრის თემასაც ეხება: (იხილეთ ბმულზე 04:14 წთ-დან): "7 ნოემბერი რა მოსატანია, შარშან რაც ნახეთ აგერ თბილისში იმასთან შედარებით?! 7 ნოემბერი არ იყო სასიამოვნო ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთი ფაქტი არ არის სასიამოვნო, როცა ხელისუფლების ძალებს უწევთ კონფრონტაციაში შესვლა საკუთარ მოქალაქეებთან, მომიტინგეებთან, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყვნენ და რა მიზნითაც არ უნდა იყვნენ, ეს ცუდია, ეს ცუდია მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო რაღაც ისეთი უბედურება. სხვათაშორის, მეორე თუ მესამე დღეებში პრეზიდენტი გადადგა თანამდებობიდან იმიტომ, რომ ეს შეემთხვა ქართულ სახელმწიფოს, რომ ქართულ სახელმწიფოს მოუწია პოლიციური ძალით მოქალაქეების დარბევა, რაც კანონს მიღმა კი არ არის, უბრალოდ ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მისი ამომრჩევლები, შეიძლება სხვანაირად უყურებდნენ საკითხებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, როცა ძალის გამოყენება მოუწია, პირველი მასშტაბური ძალის გამოყენება იყო და გადადგა. აი ახლა რაც მე აღვწერე ამაზე მეტი რა ვიცით?!დახვრიტეს ვინმე ქუჩაში, თუ რა მოხდა?! ეს იყო პირველი ძალის ასეთი მასიური გამოყენება რომელსაც ჰქონდა ბუნებრივია თავისი ხარვეზებიც ძალიან ბუნებრივია იმიტომ, რომ ჰქონდა სამწუხაროდ, ეს გეუბნებით ეგ არის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვარდების რევოლუციიდან, მესამე წელი და ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვქონდა და ჩვენ არ გვყავდა ფრანგული პოლიცია ან გერმანული აქ. ჩვენ გვყავდა ის რესურსი ადამიანური, რაც გვყავდა და რომლებსაც რაღაც უცებ სადმე სასწაული ტრენინგები არ გაუვლიათ".

"სამწუხაროდ რომ გვეუბნებიან, რომ აი ჩვენ კი დაგარბიეთ, მაგრამ იქ ნაცებმა დაგარბიეს, და ნუ ნაცებმა ჯერ ერთი ახლოსაც არ იყო ძალიან ცუდია ეს შედარება რომ გვიწევს. ახლოსაც არ იყო სად ნახეთ 7 ნოემბერს რომ მოქალაქეებს ხარებასავით ვიღაცა დასდევდა და დედას აგინებდა. სად ნახეთ, რომ სამარშრუტო ტაქსში, თუ რაღაცაში ჩასმულ ადამიანებს ცემდნენ, დედას აგინებდნენ სად ნახეთ, ვის შეემთხვა ეს?! იყო გადაცდომები ცალკეული, მაგრამ აი ზღვაში წვეთია. როცა ადარებენ მაშინ სიმართლეც უნდა ითქვას, 7 ნოემბერი თუ რაღაცნაირად ამას შევადარეთ ნუ საბავშვო ბავშვი იყო, ბაღი იყო ამასთან შედარებით (...). რუსთაველზე აქცია 2 ნოემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს უკვე დამთავრდა და რამოდენიმე ადამიანი დარჩა ღამის თევით იქ. მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი იმ რამდენიმე ადამიანისგან იმ ტერიტორიის გაწმენდა მცდარი იყო ეს და ამაზე რომ ხელისუფლებამ ჭყუა ისწავლა და გაკვეთილი გამოიტანა, ეტყობოდა შემდეგ აქციებზე რუსთაველი რომ თვეებით ჰქონდა უცნობს გადაკეტილი. ეს გახსოვთ? ანუ იქიდან გაკვეთილი გამოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. უმაღლესი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. პრეზიდენტი გადადგა და ხალხს მისცა ხელახლა გადაწყვეტილების მიღების უფლება. მანდატი ხელახლა მიიღო, ისე კი არ გაუგრძელებია ქვეყნის მართვა კი არ დაუწყია ყვირილი რომ საცემები იყვნენ. ცუდი მოხდა თქვა და ამაზე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვტოვებ პოსტს და ვნიშნავ რიგგარეშე არჩევნებსო".

შესამისად, ბაჩო ახალაია 2007 წლის 7 ნოემბერს ადამიანების ცემის ფაქტებს არ უარყოფს. გამოქვეყნებულ ვიდეოში, ის ამბობს, რომ 7 ნოემბერს პირველად მოხდა ძალის მასშტაბური გამოყენება, რასაც თავისი ხარვეზები ჰქონდა.

ცნობისთვის, 2007 წლის 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამოსვლები დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. 3 ნოემბერს აქციიის მონაწილეთა მოთხოვნებს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაც დაემატა. 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილი, ღამენათევი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამავდროულად, ნიღბიანმა პირებმა დაიკავეს ტელეკომპანია "იმედის" და "კავკასიის" სტუდიები, რის გამოც ტელევიზიებმა მაუწყებლობა შეაჩერეს. საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დედაქალაქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.




See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.