Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მცდარია მტკიცება, თითქოს მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა

მცდარია მტკიცება, თითქოს მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა

იანვარს 29, 2026 · Verified Facts

მოკლედ საკითხავი:

  •   სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გასაჩივრდა;

  •    „საიამ“ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ორ საქმეზე გაგზავნა.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება (დაარქივებული ბმული), თითქოს მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გასაჩივრდა, რადგან აღნიშნულ საქმეს მოგების პერსპექტივა არ აქვს.

სინამდვილეში, 2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეზე, მისი სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. როგორც საია წერს: „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)“.

საიას ცნობით, აღნიშნული საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 26 ივნისს დაიწყო და საჩივარში მითითებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მხარეებს მიმართა. მიმართვის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა ECHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის საქმეზე, მისი სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა 2025 წლის 17 ნოემბერს. საიას თქმით: „საჩივარი შეეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებას და მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს“. საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13) კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის 14 იანვრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება: პირველ, 28 აპრილს გაგზავნილ საქმეზე საიამ უკვე წარადგინა წერილობითი პოზიცია; მეორე საქმეზე კი – რომელიც 17 ნოემბერს გაიგზავნა – ევროსასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა.

ამრიგად, მტკიცება, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გასაჩივრდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში პოლიციამ მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავა. პირველად იგი აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი იქნა დადგენილი.  პირველი დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. თუმცა, მოგვიანებით, ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკებისა და მისთვის სილის გაწვნის ეპიზოდზე საბოლოოდ მზია ამაღლობელი სისხლისსამართლებრივი წესით, 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.  მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და ვერდიქტი 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიტანა – ჟურნალისტს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთანავე, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის ეპიზოდთან დაკავშირებით 2-ჯერ დააჯარიმეს: 18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ჟურნალისტი 2000 ლარით  პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააჯარიმა; 18 ივნისს კი მოსამართლე მარინა ფომაევამ მას „იერსახის დამახინჯებისთვის“ 1000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.