Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
გრენლანდია რუსეთის შემადგენლობაში არ გადადის

გრენლანდია რუსეთის შემადგენლობაში არ გადადის

იანვარს 23, 2026 · Verified Facts

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გრენლანდია რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა და ეს რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ გააშუქა;

  • НТВ-ს ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება;

  • გრენლანდიის რუსეთზე გადაცემის შესახებ არც რუსულ და არც დასავლურ მედიას არ დაუწერია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გრენლანდია რუსეთის შემადგენლობაში გადადის. მტკიცების თანახმად ინფორმაცია რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ გააშუქა (არქივირებული ბმული).

ტელეკომპანია НТВ-ს ვებგვერდზე, სადაც სიახლეები ვიდეოებისა და სტატიების სახით ქვეყნდება, საკვანძო სიტყვით „გრენლანდია“ ძიებისას, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ იძებნება.

გრენლანდიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც სხვა რუსულ (1; 2; 3) ან დასავლურ მედიას (1; 2; 3) გაუვრცელებია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე გრენლანდიასთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება გააკეთა.  მან გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ  არქტიკული კუნძული „კრიტიკულია“ აშშ-ის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის (კუნძული ამჟამად ნატოს წევრი დანიის დაქვემდებარებაშია და ფართო ავტონომიით სარგებლობს). მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა  აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე  კონტროლის დაწესების აუცილებლობა და აღნიშნა, რომ  „აპირებს რაიმეს გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით“.  „თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დააწესებენ გრენლანდიაზე კონტროლს და ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობლები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. 2026 წლის 16 იანვარს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2026 წლის 20 იანვარს განაცხადა: „გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილი არ არის. ის არც ნორვეგიის ბუნებრივი ნაწილი ყოფილა და არც დანიის. ეს კოლონიური დაპყრობის შედეგია“.  ხოლო 2026 წლის 22 იანვარს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირზე თქვა, რომ რუსეთს: „საერთოდ არ ეხება ის, რაც გრენლანდიასთან დაკავშირებით ხდება“ და საკითხი შეერთებულმა შტატებმა და დანიამ, რომელთა ისტორიული დამოკიდებულება კუნძულის მიმართ მან გააკრიტიკა, ერთმანეთში უნდა მოაგვარონ.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს გრენლანდია რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.