Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

იანვარს 23, 2026 · Verified Facts

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ უკრაინის იარაღით დახმარების საკითხთან დაკავშირებით ვიდეო ვრცელდება;

  • ვიდეოში ერთმანეთს მანიპულაციურად ებმის ალექსი პეტრიაშვილის კომენტარი და „ევრონიუსის“ სიუჟეტი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პეტრიაშვილი აშშ-ის მიერ უკრაინის შეიარაღებით დახმარების საკითხზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებს;

  • ალექსი პეტრიაშვილი და „ევრონიუსის“ ჟურნალისტი უკრაინისადმი აშშ-ის პოლიტიკის სხვადასხვა ეპიზოდზე საუბრობენ.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი და „ევრონიუსის“ ჟურნალისტის განცხადებაა შეპირისპირებული. ვიდეოს პირველ ნაწილში ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის ნატო-ს მეშვეობით სამხედრო და სადაზვერვო დახმარება არ შეუჩერებია. მეორე მონაკვეთში კი, ასახულია „ევრონიუსის“ საინფორმაციო მიმართვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ორი მონაკვეთის ამგვარი გადაბმითა და თანდართული აღწერით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ალექსი პეტრიაშვილი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს: „ამათ საკუთარი, ილუზორული სამყარო შექმნეს, სადაც საკუთარ ტყუილებს იჯერებენ“.

2026 წლის 8 იანვარს, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ალექსი პეტრიაშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და აშშ-ის ამჟამინდელ პოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს:

„იმ პერიოდშიც კი, როდესაც ყველაზე რთულად მიდიოდა პროცესები უკრაინასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატებიდან არ იყო იმის განცდა არასდროს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე და შეიარაღების ნატო-ს გავლით მიწოდებაზე აშშ-ს უარი ეთქვა. არ იტყვის დონალდ ტრამპი ამაზე უარს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს და გაუწიოს. უნდა გაეწია… უნდა გაეწია წინა ადმინისტრაციასაც. შეფერხებები იყო მაშინაც შეიარაღების მიწოდებაში და ა.შ. შესაბამისად, ოპტიმისტური ვიქნები ამ თვალსაზრისით იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის ამბიცია არ ჩაიკეტება დასავლეთ ნახევარსფეროში და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მიმართ მისი ჟესტები, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და ქმედებები აშკარად მკაცრდება…“

ვიდეოში „ევრონიუსის“ ჟურნალისტი საუბრობს პრეზიდენტ ტრამპის 2025 წლის მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის პირდაპირი დახმარების გაგზავნა.  კერძოდ, გასული წლის 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინის იარაღითა და სადაზვერვო ინფორმაციით მომარაგება „დაფინანსების გადასახედად“. CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის თქმით, აღნიშნული სტრატეგია უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ბიძგისთვის იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა აღნიშნული სამხედრო და სადაზვერვო დახმარების მიწოდება 5 დღეში, 11 მარტს აღადგინა. მოგვიანებით კი, ზაფხულში, იარაღის ახალი, ნატო-ს გავლით მიწოდების პოლიტიკა მიიღო.

მეორე მხრივ, პეტრიაშვილი აშშ-ის იმ მიმდინარე პოლიტიკაზე საუბრობს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის ზაფხულში მიიღო. გასული წლის ივლისში დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ იარაღს ვუგზავნით ნატო-ს, შემდეგ ნატო ამ იარაღს აძლევს უკრაინას. ხოლო იარაღების საფასურს იხდის ნატო“. ამდენად, პეტრიაშვილი ინტერვიუში აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის ნატო-ს გავლით მიწოდებაზე საუბრობს.

რაც შეეხება სადაზვერვო ინფორმაციას, გასული წლის 11 მარტს აშშ-მა იარაღის მიწოდებასთან ერთად დაზვერვის უკრაინისთვის გაზიარებაც აღადგინა. 15 იანვარს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის 2/3-ს უკვე საფრანგეთი, და არა აშშ, აწვდის.

ამრიგად, აშშ-ის მხრიდან უკრაინის იარაღით დახმარების თვალსაზრისით ალექსი პეტრიაშვილი და „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ორ სხვადასხვა ეპიზოდზე საუბრობენ. ამ ვიდეოების შეპირისპირება კი მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.