Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: აშშ-მა ირანს ომი გამოუცხადა

დეზინფორმაცია: აშშ-მა ირანს ომი გამოუცხადა

январь 19, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ომი გამოუცხადა. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.

28 დეკემბერს ირანში, სხვადასხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ინფლაციისა და რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ. პროტესტი მალე მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა, რომლის მოთხოვნაც რეჟიმის ცვლილებაა. პროტესტის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ უკიდურესი ზომები მიიღო, მათ შორის ინტერნეტის სრული გათიშვა, მასობრივი დაკავებები და მკვლელობები. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტთა ჯგუფი HRANA წერს, რომ 18 იანვრის მონაცემებით, ირანში მიმდინარე პროტესტს 3919 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პროტესტის  3685 მონაწილე. Reuters-ის ცნობით, მათ ირანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 5 000 ადამიანის, მათ შორის დაახლოებით 500 სამართალდამცავის, დაღუპვა დაადასტურა.

იანვრის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან პროტესტის მონაწილეების მკვლელობის შემთხვევაში, ამერიკა პროტესტის მონაწილეების გადასარჩენად იმოქმედებდა. მოგვიანებით, 12 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც  პროტესტის მონაწილეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკის დახმარება გზაში იყო. 14 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაკავებულ პროტესტის მონაწილეებს სიკვდილით დასჯიდა, ამერიკა „ძალიან ძლიერ საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა“. მოგვიანებით პრეზიდენტმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ირანის რეჟიმმა აცნობა, რომ პროტესტის მონაწილეების სიკვდილით დასჯა არ იგეგმებოდა. მოგვიანებით, 17 იანვარს, Politico-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმმა ოდესმე მიიღო, 800 ადამიანის სიკვდილით არდასჯა იყო“. ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ ირანში ახალი ხელისუფლების ძებნის დროა.

აღნიშნული განცხადებებისა და ირანში კვლავ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, 19 იანვრის მონაცემებით, ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო ესკალაციას ადგილი არ ჰქონია. არც ერთ სანდო მედიასაშუალებას თუ ამერიკის ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ დაუდასტურებია ამერიკის სამხედრო პასუხი ირანში მიმდინარე მოვლენებზე. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკამ ირანს ომი გამოუცხადა, არ დასტურდება.

Все посты

Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июл 26, 2024
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
Российские источники выдают бронеавтомобиль 1918 года за часть современных вооружённых сил Эстонии
июн 04, 2026
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
сен 01, 2025
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
май 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.