Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სატირა: სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა

სატირა: სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა

декабрь 26, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Сатира
Поделиться

სოციალურ ქსელში ვრცელდება საინფორმაციო ბარათი, რომელზეც მიხეილ ყაველაშვილი და დოდო გუგეშაშვილი არიან გამოსახული, წარწერაზე კი ვკითხულობთ, რომ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დოდო გუგეშაშვილი დაინიშნა. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება. ყაველაშვილის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ მედიას  საშუალებას. ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.

ფოტოს მარცხენა ზედა კუთხეში აქვს ლოგო წარწერით Khashuri News. აღნიშნული წარწერითა და ფოტოს დიზაინით პოსტებს Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ ავრცელებს. აღნიშნული პოსტი მათ 2025 წლის 23 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

აღნიშნული გვერდი სატირული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, თუმცა გვერდის სახელიდან გამომდინარე, მომხმარებელმა შეიძლება პოსტები შეცდომით  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდს  დაუკავშიროს და ჩათვალოს, რომ ინფორმაციას სწორედ მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ პოსტების აღწერაში ე.წ. „ჰეშთეგით“ ხშირად უთითებს, რომ პოსტის შინაარსი სახუმარო/სატირული/სარკასტული შინაარსისაა. იხილეთ სატირული გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები (1, 2, 3, 4 ,5).

ამდენად, გავრცელებული პოსტი  იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

Все посты

Информация о том, что Эстония заявила о готовности помочь Украине в организации атак на Санкт-Петербург является ложной
Информация о том, что Эстония заявила о готовности помочь Украине в организации атак на Санкт-Петербург является ложной
июл 03, 2026
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
Украинская православная церковь не призывала своих прихожан принять иудаизм
янв 21, 2026
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
Дезинформация: В Виннице в православном храме проводится дискотека
окт 17, 2024
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
Дезинформация: Видео показывает, как украинцы танцуют с иконами
янв 14, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.