Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: ევროკავშირის ეთიკის კომისია შობის დღესასწაულის საჯარო ზეიმის აკრძალვას განიხილავს

დეზინფორმაცია: ევროკავშირის ეთიკის კომისია შობის დღესასწაულის საჯარო ზეიმის აკრძალვას განიხილავს

декабрь 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირის ეთიკის კომისია განიხილავს საკითხს, 2026 წელს აიკრძალოს შობის დღესასწაულის საჯარო ზეიმი ევროკაშირის წევრი ქვეყნების იმ ქალაქებსა, თუ რეგიონებში სადაც მუსლიმი თემი კომპაქტურად სახლობს“ (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია, მისი ეთიკის კომიტეტი ან ევროკავშირის რომელიმე ოფიციალური ორგანო ასეთ აკრძალვას გეგმავს, არ დასტურდება.

 

მსგავსი ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა, მათ შორის არც ევროკავშირის ინსტიტუტების და თავად ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დეზინფორმაციული შინაარსის პოსტები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი შობის აკრძალვას გეგმავდა, ჯერ კიდევ 2021 წელს, ევროკომისიის სახელმძღვანელო რეკომენდაციების გამოქვეყნებას მოჰყვა. რეკომენდაციების დოკუმენტის, რომლის სახელწოდებაა „თანასწორობის კავშირი-ევროკომისიის სახელმძღვანელო პრინციპები ინკლუზიური კომუნიკაციისთვის“, ავტორი თანასწორობის საკითხებში კომისარი, ჰელენა დალი იყო.

დოკუმენტი ევროკომისიის თანამშრომლებისთვის რეკომენდაციებს გასცემდა, რათა მათ თავიდან აერიდებინათ ისეთი ფრაზების გამოყენება, რომლებიც ნაკლებად ინკლუზიური იყო. დოკუმენტი არ კრძალავდა ქრისტიანული დღესასწაულების სახელების გამოყენებას, მაგალითად „შობა“, თუმცა მათ ნაცვლად ოფიციალური კომუნიკაციის დროს ნეიტრალური ფრაზების გამოყენების რეკომენდაციას გასცემდა. ამის მიზეზად, სახელმძღვანელოს მოჰყავდა შემდეგი არგუმენტი, რომ  ყველა ადამიანი ქრისტიანი არ არის, ან ყველა მათგანი ქრისტიანულ დღესასწაულებს ან არ, ან სხვადასხვა დღეს აღნიშნავს. რეკომენდაციის თანახმად, თანამშრომლებს უნდა გამოეყენებინათ ნეიტრალური ფრაზები, მაგალითად, უშუალოდ შობის მილოცვის ნაცვლად, ფრაზა „მათთვის, ვინც შობას აღნიშნავს“. ასევე, „შობის დროის“ გამოყენების ნაცვლად, ნეიტრალური ფრაზა „დღესასწაულების დრო“.

რაც შეეხება დოკუმენტის სამიზნე აუდიტორიას, დოკუმენტი შენიშნავდა, რომ „მოცემული რეკომენდაციები შეიძლება სასარგებლო იყოს ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მასალის შესაქმნელად, მათ შორის პრეს-მასალებისთვის,  ინფოგრაფიკისთვის, სოციალური მედიისთვის განკუთვნილი პოსტებისა და ვიზუალური მასალისთვის, სასწავლო მასალებისა და პრეზენტაციებისთვის, შიდა კომუნიკაციაში გამოყენებული მასალებისთვის, გამოსვლებისა და ტექსტებისთვის, ბრიფინგებისთვის“.

შესაბამისად, დოკუმენტი არ იყო განკუთვნილი წევრი სახელმწიფოებისთვის, პოლიტიკოსებისთვის ან ევროკავშირში მცხოვრები პირებისთვის, არამედ იძლეოდა რეკომენდაციების სერიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია თანამშრომლებს კომისიის სახელით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი არც თანამშრომლებისთვის არ იყო სავალდებულო.

ჰელენა დალის მიერ შექმნილ სახელმძღვანელო დოკუმენტს კრიტიკა მას შემდეგ მოჰყვა, რაც  იტალიურმა ტაბლოიდურმა გამოცემამ „il Giornale“  სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სახელმძღვანელო „შობის გაუქმების“ მცდელობას წარმოადგენდა. იმავე პოზიციაზე იყვნენ  მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. „ინკლუზია არ ნიშნავს [ევროკავშირის] ქრისტიანული ფესვების უარყოფას“, – დაწერა ტაიანიმ X-ზე.

კრიტიკის შემდეგ, დალიმ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და მისი უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადების თანახმად, ინიციატივის მიზანი ევროპული კულტურის მრავალფეროვნების ილუსტრირება და ევროკომისიის ინკლუზიური ბუნების დემონსტრირება იყო. მიუხედავად ამისა, დალი აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელო ყველა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ მისი უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო: „ეს არ არის სრულყოფილი დოკუმენტი და არ აკმაყოფილებს კომისიის ყველა სტანდარტს. სახელმძღვანელო პრინციპებს აშკარად მეტი მუშაობა სჭირდება. ამიტომ, მე უკან ვიწვევ სახელმძღვანელო პრინციპებს და ამ დოკუმენტზე კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ“.

ამდენად, პოსტში მოცემული მტკიცებები, თითქოს ევროკავშირი შობის საჯაროდ აღნიშვნას და მასთან დაკავშირებული სიმბოლიკის გამნოყენებას კრძალავს, არ დასტურდება.

Все посты

Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
Дезинформация: Зеленский надел штаны задом наперед во время встречи с западными лидерами
май 22, 2025
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
май 12, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
авг 14, 2025
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
Дезинформация: Активист «Единого национального движения» бросил бюллетени в урну для голосования в Марнеули
окт 29, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.