Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება

დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება

ноябрь 27, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში  Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც ე.წ. „შავი პარასკევის“ შესახებ მტკიცებაა მოცემული: „…შავი პარასკევი ჯერ სიტყვას მაინც არ უკვირდებით რა მახეში გაბავენ? ან რატო არ კითხულობთ რას ნიშნავს შავი პარასკევი შავი პარასკევიო მაგენს გოუშავდათ ცხვირი და იმ სატანებს ვინც ეს შემოგვიგდო ქვეყანაში დაფიქრდით ხალხო დაფიქრდით რას ვაკეთებთ და რატო…მერე დავფიქრდი რას ნიშნავდა და მოვიძიე წავიკითხე სატანების რიტუალი  და ა.შ. და ა.შ….“ სინამდვილეში, „შავი პარასკევის“ სატანისტურ რიტუალებთან კავშირი არ დასტურდება.

ე.წ. „შავი პარასკევი“ წლის მთავარ სავაჭრო მოვლენად ითვლება, რომელიც ფასდაკლებებთან, შეთავაზებასა და „შოპინგთან“ ასოცირდება. „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული მოვლენები ნოემბრის მეოთხე პარასკევს იმართება ხოლმე – აშშ-ში ეს მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათის) შემდეგი დღეა.

„შავ პარასკევთან“ ასოცირებული გრანდიოზული ვაჭრობის პროცესები სათავეს მე-19 საუკუნის აშშ-ში იღებს, როდესაც მადლიერების დღესთან დაკავშირებით, და მის შემდეგ, მაღაზიები მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ, რითაც საშობაო სავაჭრო სეზონი იხსნებოდა. თუმცა, უშუალოდ ტერმინი თავდაპირველად 1860-იან წლებში ჩნდება და მას მასშტაბურ საყიდლებთან კავშირი არ ჰქონია. კერძოდ, ისტორიკოსი და პროფესორი ნენსი კოენის თანახმად, „შავი პარასკევით“ აღწერეს ის ფინანსური კრიზისი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1869 წელს და რომელიც ინვესტორების ჯეი გოულდისა და ჯიმ ფისკის საბაზრო კრახის შედეგი გახდა. კოენის მიხედვით, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ტერმინი „შავი პარასკევი“ ნეგატიური მოვლენების აღსაწერად გამოიყენებოდა, მათ შორის მადლიერების დღის მეორე დღეს სამსახურში თანამშრომლების გამოუცხადებლობის. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ პერიოდში ტერმინ „შავ პარასკევს“ ფასდაკლებებსა და ვაჭრობასთან კავშირი არ ჰქონდა.

უკვე მოგვიანებით, „შავი პარასკევის“ ტერმინი უშუალოდ მასობრივ შოპინგს დაუკავშირდა, რასაც საფუძველი 1950-60-იან წლებში ჩაეყარა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მადლიერების დღის შემდეგ დღეს, ყოველწლიური Army v. Navy საფეხბურთო მატჩის წინ ქალაქში მომხმარებლებისა და ტურისტების დიდი მასა იყრიდა თავს, ფილადელფიის პოლიციელებს კი საცობების, ხალხის მასისა და გაზრდილი ქურდობების შემთხვევების კონტროლისთვის იმ დღეს მუშაობა უწევდათ. ამ ერთგვარ ქაოსს ფილადელფიის პოლიციელებმა „შავი პარასკევი“ უწოდეს. მოგვიანებით, ფილადელფიამ სცადა დამკვიდრებული ტერმინის რებრენდინგი და სახელის შეცვლა „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული უარყოფითი კონოტაციის გამო, მაგალითად – „დიდ პარასკევად“, თუმცა ახალი სახელი ვერ დამკვიდრდა და „შავი პარასკევი“ შემორჩა.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ტერმინი „შავი პარასკევი“ ბუღალტრული კონცეფციიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვით, ბიზნესები მადლიერების დღემდე ფინანსურ ზარალში მუშაობდნენ, რასაც წითელი მელნით აღნიშნავდნენ ბუღალტრულ აღრიცხვაში (in the red), დღესასწაულის შემდეგ კი მასიური ფასდაკლებების წყალობით მოგებას ნახულობდნენ, რასაც შავი მელნით აღნიშნავდნენ (in the black). თუმცა, აღნიშნული ვერსია ნაკლებადაა მიჩნეული „შავი პარასკევის“ ტერმინის გამოყენებასთან.

ამრიგად, „შავი პარასკევის“ შესახებ არსებული ვერსიებიდან სატანისტურ რიტუალებს არც ერთი უკავშირდება.

Все посты

Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
Ложная информация, что младший сын Donald Trump разыскивается для военной мобилизации
мар 16, 2026
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
дек 11, 2024
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
май 05, 2026
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
Дезинформация: На фото – глава МИД Германии, которая отказывается говорить с канцлером Шольцем
янв 24, 2025
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
Дезинформация: Британский принц продал Елене Зеленской платье принцессы Дианы
май 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.