Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: კაია კალასი  ისრაელის მიერ  დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს

დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს

ноябрь 21, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე ჩანს საგარეო  საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, რომელიც თითქოს კატარზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებულ შეკითხვას თავს არიდებს და პასუხობს: „რუსული დრონის პოლონეთის ტერიტორიაზე ფრენას ომის აქტად მივიჩნევთ“. „კაია კალასს ვინმემ რუსეთზე ჰკითხა?! ოღონდ რუსეთს უკბინონ და სულ აინტერესებს- რას ეკითხებიან! ჰოდა, უკვირთ ევროკავშირში, რატომ გვეძახიან რუსოფობებსო“, – წერს Facebook-ანგარიში.

რეალურად, ღია წყაროებში არ იძებნება ინტერვიუ, რომელშიც კაია კალასი კატართან დაკავშირებულ კითხვაზე თავის არიდებას ცდილობს. თანაც, დოჰაზე თავდასხმის ევროკავშირი იმ დღესვე გამოეხმაურა და ისრაელის ქმედება დაგმო.

აღსანიშნავია, რომ  Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ე.წ. „მიმს“ წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად რუსულ სატირულ გვერდებზე და პლატფორმებზე გავრცელდა, რაც მიანიშნებს, რომ ფოტოს ორიგინალი სატირული მიზნით შეიქმნა და მისი შინაარსი გამოგონილია.

 

9 სექტემბერს ისრაელმა დარტყმა  კატარის დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსზე განახორციელა, სადაც ჰამასის მომლაპარაკებელი ჯგუფი  აშშ-ს მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავდა.  კატარის ხელისუფლებამ  დაგმო ისრაელის ქმედება და მას „კრიმინალური თავდასხმა უწოდა“. თავდასხმის შემდეგ,  კატარმა, რომელიც მანამდე ღაზაში ომის მიმდინარეობისას ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, შუამავლის როლის შესრულებაზე უარი თქვა. 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისთვის.

ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას იმ დღესვე გამოეხმაურა ევროკავშირიც. კერძოდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის   კაია კალასის სპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ: „ისრაელის მიერ დოჰაში ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დღევანდელი საჰაერო დარტყმა არღვევს საერთაშორისო სამართალს და კატარის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონში ძალადობის შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ კატარის ხელისუფლებას და ხალხს, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია. ღაზაში ომის ნებისმიერი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული – ეს არავის ინტერესებში არ შედის. ჩვენ გავაგრძელებთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას“.

კალასმა დოჰაზე განხორციელებული თავდასხმა 5 ოქტომბერს რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მაღალი დონის ფორუმზეც ახსენა: „არცერთ კონფლიქტს არ მოუხდენია მსოფლიოზე ისეთი დიდი გავლენა და არც საერთაშორისო მტკიცე გადაწყვეტა ისე არ გამოუცდია, როგორც ღაზას ომს. კატარმა პირადად გამოსცადა კონფლიქტის შედეგები. თქვენს სუვერენიტეტს პირდაპირ დაარტყეს, ისევე როგორც თქვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შუამავლის როლს ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მკაცრად დავგმეთ თავდასხმა და მივესალმეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბოდიშს. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მოითხოვს დიდ საერთაშორისო ძალისხმევას და ფართომასშტაბიან მხარდაჭერას“.

თავდასხმასთან დაკავშირებით კაია კალასის სხვა განცხადება ან ინტერვიუ, რომელშიც კითხვაზე თავის არიდებას ცდილობს, ღია წყაროებში არ იძებნება.

ამავდროულად, პოსტში წარმოდგენილი ფოტო ე.წ. „მიმს“ წარმოადგენს, რომელიც  თავდაპირველად რუსულ სატირულ გვერდებზე და პლატფორმებზე გავრცელდა (1, 2, 3), რაც დამატებით ადასტურებს, რომ მისი შინაარსი ყალბია და სავარაუდოდ, სატირული მიზნით გამოგონილი.

 

 

 

 

 

Все посты

Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
Дезинформация: Елена Зеленская отдыхает в Швейцарии
янв 23, 2025
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
В социальных сетях распространяется фальшивая цитата министра иностранных дел Латвии Байбы Браже
май 21, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
ноя 12, 2024
Дезинформация: Милла Йовович уволила украинскую домохозяйку за то, что она отказалась говорить по-русски
Дезинформация: Милла Йовович уволила украинскую домохозяйку за то, что она отказалась говорить по-русски
ноя 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.