Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა

ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა

ноябрь 18, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

2025 წლის 14 ნოემბერს ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყო კითხვა ავტობუსში მოხუცისთვის და ორსული ქალისთვის ადგილის დათმობაზე, რომელზეც სწორი პასუხი იყო, რომ ვინაიდან მგზავრს ბილეთი ნაყიდი აქვს, მან არავის უნდა დაუთმოს ადგილი – „გახსოვთ ხო მიშას დროს ეროვნული გამოცდების ტესტები რო შემოიღეს, კითხვა იყო ასეთი, ზიხარ ავტობუსში, ბილეთი ნაყიდი გაქვს, ამოვიდა მოხუცი ქალი და ფეხმძიმე ქალი, დაუთმობდი ადგილს? ვინც დაწერა კი, ყველა ჩაჭრეს, თურმე სწორი პასუხი ყოფილა, არავისაც არ დავუთმობდი ბილეთი ნაყიდი მაქვსოო, ვკითხულობთ პოსტში [სტილი დაცულია]. აღნიშნული მტკიცება წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, თითქოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მსგავსი მეთოდებით განზრახ უთხრიდნენ ძირს სტუდენტებში სოლიდარობის და თანაგრძნობის განცდას. ეს ხშირად არის დაკავშირებული „ახალი ქართველის გამოყვანის“ ნარატივთან, რომლის მიხედვითაც 2004 წელს განათლების რეფორმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანას ცდილობდა“ და რომ „ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა“. რეალურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების არცერთი საგნის ტესტირებაზე მსგავსი კითხვა არ დასმულა.

არარსებულ კითხვას ავტობუსში ადგილის დათმობაზე, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი უნარების გამოცდას უკავშირებენ.  „ჯეოფაქტსმა“ 2005-2012 წლებში („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს) გამოყენებული ზოგადი უნარების გამოცდების ყველა ვარიანტი გადაამოწმა, თუმცა კითხვა ავტობუსში ადგილის დათმობაზე და შესაბამისად „სწორი პასუხი“ მოხუცისთვის და ორსული ქალისთვის ადგილის არ დათმობაზე, არსად გვხვდება. თითოეულ წელს გამოყენებული გამოცდების თითოეული ვარიანტი ხელმისაწვდომია მოცემულ ვებგვერდზე.

2004 წელს განხორციელებული განათლების რეფორმის შემდეგ, 2005 წლიდან დღემდე, აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად უნივერსიტეტების მისაღები გამოცდების ნაცვლად, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, „შეფასებისა და გამოცდების დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის“.

2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები. ამავდროულად, აბიტურიენტები მათ მიერ არჩეული ფაკულტეტების მოთხოვნის შესაბამისად არჩევითი საგნის გამოცდასაც აბარებენ (ისტორია, გეოგრაფია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ა.შ.). 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ არის.

ზოგადი უნარების გამოცდა შედგება ორი – ვერბალური და მათემატიკური – ნაწილისგან. სტატიაში განხილული კითხვიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰიპოთეზურად, ავტობუსში ადგილის დათმობაზე კითხვა გამოცდის ვერბალურ ნაწილში უნდა დასმულიყო. თავის მხრივ, ვერბალური ნაწილი შედგება ოთხი სხვადასხვა კომპონენტისგან: 1. ანალოგიები – მოცემულია ორი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. აბიტურიენტმა უნდა დაადგინოს რა სახის არის ეს მიმართება; 2. წინადადების შევსება – წინადადებებში რამდენიმე სიტყვა არის გამოტოვებული, რომელიც აბიტურიენტმა სავარაუდო პასუხებში მოცემული სიტყვებით ლოგიკურად უნდა შეავსოს; 3. ლოგიკა – ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან მონაცემებისა და გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით, თუმცა ყოველი მათგანი მიმართულია აბიტურიენტის ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობების გამოცდისკენ; 4. წაკითხულის გააზრება – აბიტურიენტი კითხულობს ტექსტს და სავარაუდო პასუხებიდან ირჩევს იმ ვარიანტს, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით. აბიტურიენტები ყოველ წელს ზოგადი უნარების ოთხ სხვადასხვა ვარიანტს აბარებენ (კონკრეტულ წლებში ხუთი ვარიანტიც იყო).

არარსებული კითხვის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ის ჰიპოთეზურად გამოცდის ლოგიკურ ნაწილში უნდა დასმულიყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც ლოგიკური მსჯელობის ნაწილში დასმული კითხვები, რომლებიც დაკვირვებას, დაფიქრებას და მსჯელობას მოითხოვს, მკვეთრად განსხვავდება პოსტში აღწერილი კითხვისგან. მსგავსი შინაარსის კითხვა არ მიესადაგება სხვა სავალდებულო თუ არჩევითი საგნების გამოცდების შინაარს, თუმცა „ჯეოფაქტსმა“ 2005-2012 წლებში თითოეულ საგანში გამოყენებული გამოცდები გადაამოწმა. მსგავსი კითხვა არც სხვა საგნების ტესტებში გვხვდება.

Все посты

Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
Молодая женщина на видео не является дочерью Фридриха Мерца
янв 27, 2026
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
янв 30, 2025
Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
Видео, снятое в Кении, подверглось манипуляциям в социальных сетях
май 20, 2025
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
Дезинформация: Белый дом подтверждает вину президента Франции в организации убийства Кэндис Оуэнс
дек 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.