Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია

მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია

ноябрь 11, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Правда

მამუკა ხაზარაძე: სიკვდილიანობა აღემატება შობადობას… ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია…

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის სიმართლე.

უკვე მეექვსე წელია, რაც საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს დაახლოებით 5 ათასით გადააჭარბა, ხოლო 2020–2024 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ჯამში 31 806-ს შეადგენდა.

მიგრაცია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2012–2024 წლებში ქვეყნიდან წასულთა რაოდენობამ დაბრუნებულთა რიცხვს 315,708-ით გადააჭარბა.

ამრიგად, მამუკა ხაზარაძის შეფასება დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით ფაქტობრივად სწორია და მისი განცხადება შეფასდა ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

2 ნოემბერს, გადაცემაში „დროება”, პარტიის „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა: „სამწუხაროდ, დღეს სიკვდილიანობა აღემატება დაბადებულთა რაოდენობას. აღარ ვახსენებ იმ ასიათასობით ქართველს, რომელიც ემიგრაციაშია წასული”.

„ჯეოფაქტსმა” მამუკა ხაზარაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4 999 ადამიანით შემცირდა.

მიუხედავად საერთო კლებისა, დადებითი ბუნებრივი მატება შეინიშნებოდა თბილისში (406 ადამიანი) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296 ადამიანი), რაც  ქვეყნის დემოგრაფიულ სურათში აღნიშნულ რეგიონებს გამონაკლისად აქცევს.

საქართველოში გასული ხუთი წლის განმავლობაშიც უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდებოდა. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 თვეში დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უკვე აჭარბებს 2024 წლის 12 თვის მაჩვენებელს.

2015 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. 2024 წელს კი შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.  შობადობის შემცირება, ძირითადად, ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალთა რაოდენობის კლებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ განპირობებულია როგორც მაღალი ემიგრაციით, ასევე 1990-იან წლებში შობადობის შემცირებით.

გრაფიკი 1: ბუნებრივი მატება 2014-2025 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015–2019 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი სტაბილურად მცირდებოდა, რაც ძირითადად შობადობის კლებით იყო გამოწვეული. მნიშვნელოვანი გარდატეხა 2020 წელს მოხდა, როცა ბუნებრივი მატების მაჩვენებელი პირველად გახდა უარყოფითი. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2021 წელს, როცა ბუნებრივი მატების უარყოფითმა მაჩვენებელმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში უარყოფით ტენდენციაზე ერთდროულად ორი ფაქტორი მოქმედებდა: დაბალი შობადობა და მკვეთრად გაზრდილი სიკვდილიანობა, რაც ძირითადად COVID-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული.

მომდევნო წლებში (2022 და 2023 წლებში) მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობა შედარებით შემცირდა, ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა მაინც გაგრძელდა, ამჯერად უკვე ძირითადად დაბალი შობადობის გამო. 2024 წელს ორივე მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა: შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო სიკვდილიანობა კვლავ გაიზარდა.

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ  2023 და 2024 წლების ანალოგიურ მონაცემებს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიგრაციის მხრივ არსებულ ტენდენციას, მიგრაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.  საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკის გამოქვეყნება 2012 წლიდან დაიწო.  2012-2024 წლებში ჯამში 315,708 მოქალაქით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 2: 2012-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო

წყარო: საქსტატი (ეყრდნობა შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს)

Все посты

Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
В социальных сетях распространяется вырванное из контекста видео Владимира Зеленского
дек 04, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
Дезинформация: В Лос-Анджелесе сгорела всемирно известная надпись «Hollywood»
янв 31, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.