Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა

ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა

ноябрь 6, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნა. ზიპლაინამდე მისასვლელი ახალი გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შარშან გაიყვანა, ზიპლაინის მშენებლობის პარალელურად. 2024 წლის ოქტომბერში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ [2025 წელს დაგეგმილია] ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. იგულისხმება აღნიშნულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „შუახევი-ჩირუხი”კმ26+450-კმ30+250 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის (ასფალტბეტონის საფარის მოწყობა) პროექტი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს ჩაიბარა და შპს „გზაპროექტს“ 66 148 გადაუხადა (შესყიდვა სხვა სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასაც მოიცავდა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გახლდათ 333 000 ლარი). იმ დროს ზიპლაინის მშენებლობა უკვე დაანონსებული იყო.

დეპარტამენტმა, გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 3 069 020 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 29 იანვარს გამოაცხადა. პროექტის შესრულების ვადა 210 კალენდარული დღე უნდა ყოფილიყო. ის 7 ეტაპად განხორციელდებოდა,  აქედან ოთხი ეტაპი (120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან) მიმწოდებელს 2025 წელს უნდა შეესრულებინა, ხოლო დანარჩენი 3 ეტაპი (90 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან) – 2026 წელს. ორივე წელს სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 1 ივნისისა (აჭარის მაღალმთიან ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით).

პროექტის თანახმად, დაგეგმილი იყო მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის ვაკისის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობები; საგზაო სამოსის (ასფალტ-ბეტონის საფარი) მოწყობა; საგზაო ნაწილის მონიშვნა; გზის კუთვნილება და მოწყობილობა.

ტენდერი არ შედგა, რადგან მასში არავინ მონაწილეობდა. მარტში შემსყიდველმა სავარაუდო ღირებულება გაზარდა და სამუშაოების შესყიდვა უკვე 3 191 400 ლარად სცადა. მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა – ტენდერი არ შედგა.

ამის შემდეგ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი კიდევ ორჯერ გამოაცხადა, ორივეჯერ გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით. კერძოდ, მაისში – 3 490 670 ლარად და აგვისტოში – 3 790 620 ლარად. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი უკვე შეცვლილია და ასე გამოიყურება: მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის ვაკისის მოწყობა; ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტის ცხაურით მოწყობა; წყალგამტარი მილის მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების მოწყობა; არსებული ხიდის რესტავრაცია; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; გზის სამოსის (ასფალტ-ბეტონის საფარი) მოწყობა; შესასვლელებსა და მიერთებებზე გზის სამოსის მოწყობა; ლითონის თვალამრიდების მოწყობა და გზის მონიშვნა. ამჯერადაც, რადგან შესყიდვით არავინ დაინტერესდა, ბოლო ორ ტენდერსაც მინიჭებული აქვს სტატუსი „არ შედგა“.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ზამთარში რთული კლიმატური პირობებია. ამის გათვალისწინებით, 2025 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2026 წლის  პირველ სამ-ოთხ თვეში სამუშაოები ვერ დაიწყება.

Все посты

Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
Дезинформация: Владимир Зеленский приобрел ранчо в США
ноя 05, 2025
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024
Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
фев 26, 2025
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
окт 29, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.