Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

сентябрь 23, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სტენდაფერ ონისე ოქრიაშვილის ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში სტენდაფერი ამბობს: „მე ეს მინდა გამოვიდე, რა ჰქვია ამ პროფესიას? მეც მინდა, რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ“. ვიდეოს თან ახლა აღწერა: „აქციის მონაწილე, რომლის ოცნება ეკლესიების ნგრევაა“.

გავრცელებული ვიდეო დამატებითი კონტექსტის გარეშე ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს ოქრიაშვილი ეკლესიების დანგრევაზე ოცნებობს. სინამდვილეში, აღნიშნული მონაკვეთი იუმორისტული მონოლოგის ნაწილია, რომელშიც ოქრიაშვილი  ბავშვობის ისტორიებს იხსენებს და ირონიულ კრიტიკას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიმართ, რომელიც  2004 წელს გლდანში ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების სპეცოპერაციის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

სტენდაფერ ონისე ოქრიაშვილის ვიდეო  Stand-Up Tbilisi-ის YouTube-არხზე 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მონაკვეთში ოქრიაშვილი, რომელიც მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, ბავშვობის ისტორიებს იხსენებს:

„პოლიტიკოსობა მინდოდა იმიტომ რომ, ერთხელ სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავრთე და ის ვიდეო გაიჩითა, ბარამიძე რომ ეკლესიას ანგრევდა. მეთქი დე, ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას? მეც მინდა, რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. მერე ეგ მამაჩემს ვუთხარი და რავი, პოლიტიკაში თუ გინდოდა ფეხბურთიდან რატომ გამოხვედიო. შემაბრუნა ისევ უკან რა. მერე წამოვიზარდე და მივხვდი რომ პოლიტიკოსები რეალურად ნა@@@@ არიან და გადავწყვიტე რომ სამოქალაქო აქტივიზმი დამეწყო“.

ამდენად, ვიდეოს გავრცელებული მონაკვეთი ონისე ოქრიაშვილის იუმორისტული გამოსვლიდან – სთენდაფიდან ნაწყვეტს წარმოადგენს. ვიდეოს სრული ვერსია  ცხადყოფს, რომ ოქრიაშვილი მისი ბავშვობის ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და მას ირონიული კრიტიკით ეხმაურება. შესაბამისად, აღნიშნული მონაკვეთის იმგვარად გამოყენება, თითქოს ის  ეკლესიების ნგრევაზე ოცნებობს, შეცდომაში შემყვანია.

ცნობისთვის, 2004 წელს, მაშინ, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო, გლდანში სპეცოპერაციის დროს ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი დააკავეს. მკალავიშვილს ბრალად ედებოდა სხვადასხვა დროს იეღოვას მოწმეებსა და ბაპტისტებზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე, მათი რელიგიური ლიტერატურის განადგურება. მკალავიშვილის დაკავება პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მაშინ მკალავიშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგობა ვერ გადალახა. მკალავიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საპატრიარქოს ხშირი კრიტიკის გამო, ჯერ კიდევ 1996 წელს განკვეთა. ამის შემდეგ, მან გლდანში საკუთარი ეკლესია ააშენა, სწორედ ამ ეკლესიაში იმყოფებოდა დაპატიმრების დროსაც. სპეცოპერაციის დროს იქ მყოფი ადამიანებიც დაშავდნენ.

Все посты

Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
Дезинформация - На одном из развлекательных шоу в США Украину назвали дерьмом
дек 11, 2024
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
Дезинформация: Во время визита в США президента Украины в аэропорту встречали только члены его собственной команды
окт 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.