Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში News.on.ge-ს გაყალბებული  ფოტოანაბეჭდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში News.on.ge-ს გაყალბებული ფოტოანაბეჭდი ვრცელდება

сентябрь 10, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отредактировано

სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელმა Giga Patatishvili-მა, რომლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია,  ონლაინ მედია News.on.ge-ს სტატიის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ფოტოანაბეჭდზე ვკითხულობთ: „თვითმკვლელობის მცდელობის გამო, პროკურატურამ თორნიკე რიჟვაძე 15 000 ლარით დააჯარიმა“.  სინამდვილეში,  On.ge-ს ვებგვერდზე მსგავსი  შინაარსის სტატია არ იძებნება.  ამავდროულად, თორნიკე რიჟვაძის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.  

 პირველ რიგში, არც ონლაინ მედიის ვებგვერდზე და არც  Facebook და Instagram გვერდებზე მსგავსი შინაარსის სტატია არ იძებნება. სავარაუდოდ, გაყალბებული ფოტოანაბეჭდის შესაქმნელად გამოყენებულია გამოცემის 9 ივლისის სტატია, რომელშიც  თორნიკე რიჟვაძის  თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გაყალბებული ფოტოანაბეჭდის  შრიფტიც და ტექსტის ფერიც განსხვავდება გამოცემის რეალური დიზაინისგან.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიჟვაძის დაჯარიმების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა არც პროკურატურის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში, „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში  ჭრილობით მიიყვანეს,  მოგვიანებით კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც რიჟვაძე 7 ივლისის ღამით იმყოფებოდა. მალევე,  ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.  პროკურორი თქმით, რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით,  თვითმკვლელობის მცდელობისთვის პირის დაჯარიმება არ ხდება.  ქართულ კანონში ამის შესახებ ჩანაწერი არ იძებნება.

ამდენად, გავრცელებული ფოტოანაბეჭდი გაყალბებულია, ხოლო რიჟვაძის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.

 

 

Все посты

Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
В социальных сетях распространяется видео Свена Тритшлера с поддельным переводом
авг 10, 2026
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
Приказывал ли Зеленский уничтожать русскоязычные книги?
янв 23, 2026
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
Информация о том, что Петер Мадьяр под воздействием наркотиков зажарил щенка в микроволновке является ложной
апр 29, 2026
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
янв 28, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.