Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის ვიდეო ყალბი აუდიოთი ვრცელდება

сентябрь 3, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

არაავთენტურმა Facebook-გვერდმა „არ აგარევინებთ“, რომლის მიერ გავრცელებული რედაქტირებული ვიდეოები „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2),  ისტორიკოსის, გუბაზ სანიკიძის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის ვიდეო (დაარქივებული ბმული) გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოთი არის რედაქტირებული.

რედაქტირებული ვიდეოს ნაწყვეტები YouTube-ის არხის, „მისმინეს“ გადაცემა „აპოლიტიკური კოდიდან“  არის მოჭრილი. რედაქტირებული ვიდეო ოთხი მოჭრილი კადრისგან შედგება, აქედან სამზე, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიო არის გადადებული, რაც მომხმარებელს უჩენს წარმოდგენას, რომ გუბაზ სანიკიძე ბილწსიტყვაობს. რეალურად, სიტყვები, რომელიც არაავთენტური Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, გუბაზ სანიკიძეს არ უთქვამს.

რედაქტირებული ვიდეოს პირველი კადრი „მისმინეს“ გადაცემის 1:40:54 წუთიდან არის აღებული, რა დროსაც გუბაზ სანიკიძე ამბობს: „გავრილოვი რომ ჩასვეს, მე ვთქვი, რომ ზვიადის სავარძელში ჩასვეს-თქო და, მდინარაძე გამოვიდა ტელევიზორში და თქვა ესო ზვიადის სავარძელი კი არ იყო, ესო სავარძელიაო“.

მეორე კადრში, სადაც პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე ჩანს, 1:42:30 წუთიდან არის მოჭრილი. ამ დროს პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე ამბობს: „უწიგნური უარესია. უწიგნური, რომელსაც ჰგონია, რომ რაღაც იცის“. იგივე მონაკვეთიდან არის აღებული რედაქტირებული ვიდეოს მესამე კადრიც, რა დროსაც გუბაზ სანიკიძე ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ლევან სანიკიძის პარალელურად ამბობს: „განათლებული კიდევ არა უშავს“.

რედაქტირებული ვიდეოს მეოთხე კადრი, რომელშიც ჩანს ლევან სანიკიძის სიცილი, გადაცემის 1:42:01 წუთიდან არის მოჭრილი. მოცემულ მომენტში ლევან სანიკიძე გუბაზ სანიკიძის აღნიშნულ კომენტარზე იცინის – „დავით აღმაშენებელი იყო მესიის მახვილი და მართლა იყო. ესენი [ქართული ოცნება] არიან მესიის აგურები“.

არაავთენტური Facebook-გვერდი „არ აგარევინებთ“, ხშირად აქვეყნებს პოლიტიკური შინაარსის მქონე სატირულ ვიდეოებს, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, ვიდეოს ქვეშ არსებული კომენტარები ცხადყოფს, რომ მომხმარებლების უმრავლესობამ ყალბი ვიდეო ავთენტურად მიიჩნია.

ამდენად, Facebook-გვერდ „არ აგარევინებთ“ მიერ გამოქვეყნებული გუბაზ და ლევან სანიკიძეების ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

Все посты

Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
авг 14, 2025
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
Дезинформация: После прибытия освобожденных заключенных Джо Байден сел в пустой самолет
сен 17, 2024
В социальных сетях распространяется вырванное из контекста  выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
В социальных сетях распространяется вырванное из контекста выступление Владимира Зеленского в программе «Квартал 95»
окт 24, 2025
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
В социальный сетях распространяется ложная цитата Фиделя Кастро
сен 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.