Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

август 22, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ვიდეო ( 1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელშიც პლატფორმა „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ წარმომადგენელი და სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს: „რაც მთავარია, ჩვენ მეორე ვიზიტის შედეგად [გულისხმობს დონალდ ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას] დავწყნარდით, რომ მშვიდობა არ იქნება. რამდენად უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობდით იმას, რომ რამენაირად ეს მშვიდობა არ დამყარებულიყო“. Facebook-ანგარიში პოსტში აღწერაში წერს: „ ეს სიტყვები არა უბრალოდ წამოცდენა, არამედ გლობალური ძალების და უსამშობლო აგენტურის სამოქმედო გეგმის გაჟღერებაა, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომელიც ცხადყოფს: გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მშვიდობა არა ღირებულება, არამედ საფრთხეა. იქ, სადაც საღად მოაზროვნე ადამიანს სიმშვიდე აწყნარებს, მანიაკური მიდრეკილების მქონე ადამიანთა ჯგუფს ომი იზიდავს“. ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც (1, 2, 3).

რეალურად,  გიორგი თავდგირიძის ინტერვიუს მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. როგორც ვიდეოს დასაწყისში, ასევე გავრცელებული მონაკვეთის შემდეგ თავდგარიძე აზუსტებს, რომ ის  მშვიდობას გულისხმობს „რუსული პირობებით“ და არა ომის შეწყვეტას და ზოგად  მშვიდობას უკრაინაში.

გიორგი თავდგირის მონაკვეთი “ტვ პირველის” გადაცემიდან  “დღის ამბები” არის აღებული, რომელიც ეთერში 19 აგვისტოს გავიდა. ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი უკრაინის ომზე და ომთან დაკავშირებით პოტენციურ შეთანხმებაზე საუბრობდა. ინტერვიუს დასაწყისშივე მან ახსენა მშვიდობა „რუსული პირობებით“ და აღნიშნა, რომ პუტინის ალასკაზე ვიზიტისა და ტრამპთან შეხვედრის დროს, ეშინოდათ „რუსული პირობებით“ მშვიდობა არ დამყარებულიყო: “მთავარი რაც არის, ჩვენ ყველას გვეშინოდა, რომ დამყარდებოდა მშვიდობა რუსულ პირობებში. ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე და ყოველ შემთხვევაში, თუ ეხლა დარწმუნებული ვიყავით, რომ ზელენსკი არ დათანხმდებოდა, მაინც იქნებოდა გარკვეული პრობლემები ტრამპი რომ გაჯიუტებულიყო და დაეწყო ზეწოლა ევროპაზე და უკრაინაზე რუსული მშვიდობის მისაღებად“ .

ამის შემდეგ, გიორგი თავდგრიძემ შენიშნა, რომ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების აშშ-ში ვიზიტმა გამოავლინა, რომ  “მშვიდობა რუსული პირობებით” არ დადგებოდა: “რაც მთავარია, ჩვენ მეორე ვიზიტის შედეგად დავწყნარდით, რომ მშვიდობა არ იქნება. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ეს, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობდით იმას, რომ რამენაირად ეს მშვიდობა არ დამყარებულიყო. იმიტომ, რომ მშვიდობა, ეს ნიშნავს რუსეთის დომინაციას, ათასობით დახოცილ, ანუ მშვიდობიან პერიოდში დახოცილ უკრაინელებს და შემდეგ პოტენციურ ომს, რომელსაც მსხვერპლი არ ეყოლება მილიონი ჯარისკაცის ფარგლებში…”

სოციალურ ქსელში სწორედ ინტერვიუს აღნიშნული მონაკვეთი გავრცელდა. თუმცა, მონაკვეთი წყდება მაშინ, როცა ერთვება ჟურნალისტ ვიკა ბუკია და ამბობს:“ალბათ მშვიდობა რაღაცის ხარჯზე, საუბარია მშვიდობა „რუსულ მშიდობაზე“. გიორგი თავდგირიძე ეთანხმება ბუკიას და ხსნის, თუ რას გულისხმობდა „რუსულ მშვიდობაში“:  „ხო, რუსულ მშვიდობას ვგულისხმობ. როგორც მიუნხენის სამშვიდობო შეთანხმებას, რომლითაც მცირე ხნით ძალიან აღფრთოვანებული იყო მთელი ევროპული პოლიტიკა, რომელმაც დასაბამი მისცა, პირდაპირ მწვანე აუნთო, ჰიტლერს მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, ხო?! (…) მთავარი საფრთხე აღარ არსებობს, რომ რუსული მშვიდობა ევროპაში არ იქნება, ანუ რუსულ მშვიდობას რომ ვამბობ, ეს არის მომავალი, პოტენციური ძალიან სისხლიანი ომი ყველა მეზობლისთვის.” 

ამდენად,  გიორგი თადგირიძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება. მან  როგორც გავრცელებული მონაკვეთის წინ, ასევე მის შემდეგ განმარტა, რომ მშვიდობაში „რუსულ პირობებით“ დამყარებულ მშვიდობას გულისხმობდა, რაც მისი აზრით, კიდევ უფრო დიდი ომისა და მსხვერპლის საწინდარი იქნებოდა.  გადაცემაში სამხედრო ექსპერტს არ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულება და ზოგადად მშვიდობის დამყარება არ სურდა.

 

Все посты

Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
май 20, 2025
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
май 12, 2025
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
Дезинформация: Зеленский купил отель-казино на Кипре
июн 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.