Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

июнь 23, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), წერს (დაარქივებული ბმული), რომ საქართველოს პირველ  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და  ეროვნულ  გმირ  მერაბ კოსტავას ფსიქიკური დაავადებები, მათ შორის, შიზოფრენია ჰქონდათ: „1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე გადიოდა სასამართლო-ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც ექსპერტ-ფსიქიატრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და დაავადებულია შიზოფრენიით. ფსიქიკურად დაავადებული იყო აგრეთვე მერაბ კოსტავა!“, – წერს ზაქარეიშვილი.

Facebook-ანგარიში   საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებულ ფსიქიატრიულ  დასკვნას ეყრდნობა. გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა პერიოდში, როგორც წესი, მსგავსი დასკვნები პოლიტიკური ნიშნით იწერებოდა და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების ჩამოშორებასა და გაქრობას ისახავდა მიზნად.

სტალინის გარდაცვალების (1953წ.) შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა. მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  საბჭოთა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხვის პრაქტიკა დანერგა. საბჭოთა ხელისუფლების მტკიცებით,  დანაშაულს ადამიანი  ძალიან ხშირად ფსიქიკის მოშლის გამო სჩადიოდა და ის ადამიანები, რომლებიც კომუნიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ფსიქიკურად დაავადებულნი იყვნენ. უშიშროების საბჭომ მიიღო დავალება, რომ ექიმებთან ერთად შეემუშავებინათ პოლიტიკა, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ პირებს შიზოფრენიის (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც აზროვნების პროცესში, აღქმასა და სოციალურ ურთიერთობებში გამოვლენილი შეფერხებებით ხასიათდება, ხშირი სიმპტომებია: ჰალუცინაცია, კოგნიტიური აშლილობა, პარანოია და სხვ.) დიაგნოზს დაუდგენდნენ.  აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით,  საბჭოთა კავშირში, სადაც პოლიტპატიმრების ერთი მესამედი ფსიქიატრიულ კლინიკებში იმყოფებოდნენ, შიზოფრენიის საკითხი სისტემატურ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებოდა. შედეგად, 1973 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შიზოფრენიის შესახებ პილოტურ კვლევაში მოსკოვში შიზოფრენიის დიაგნოზის გაცილებით მეტი შემთხვევა აღიწერა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეი სნეჟნევსკიმ შიზოფრენიის ახალი ინტერპრეტაცია შემოიტანა, რომლის სიმპტომადაც  იდეოლოგიურად სხვაგვარი აზროვნება მიიჩნეოდა.  შიზოფრენიის ცრუ დიაგნოზის საფუძველზე სადამსჯელო ფსიქიატრია იყენებდა მეთოდებს, როგორებიცაა: იძულებითი სამედიცინო მეთვალყურეობა;  ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისადმი შეგნებული ზიანის მიყენებაში („ჭკუიდან შეშლამდე მიყვანა“); ჯანმრთელი ადამიანების მიმართ სიცოცხლისათვის სახიფათო სამედიცინო პროცედურების გამოყენება, მათ შორის: ინსულინოთერაპია (ორგანიზმში ინსულინის მაღალი დოზების შეყვანა);  ელექტროშოკი;  სულფაზინის (გოგირდის) ინექციები;  გაკოჭვა და სხვ.

მსგავსი სამედიცინო მეთოდი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართველი დისიდენტების წინააღმდეგაც გამოიყენებოდა. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემთხვევაში, რომლებიც 1977 წელს დისიდენტური საქმიანობის გამო დააკავეს, მალევე დღის წესრიგში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევაც  დააყენეს. გამსახურდია სერბსკის ფსი­ქი­ატ­რი­ულ ინსტი­ტუ­ტში გაგზავნეს გამოსაკვლევად, ხოლო კოსტავა- თბი­ლი­სის ორთა­ჭა­ლის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ფსი­ქი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მერაბ კოსტავას სა­ქართვე­ლოს სსრ სახ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მარისადმი გაგზავნილ განცხადებაში ვკითხულობთ:

„რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­სი­დენ­ტე­ბი გა­მო­დი­ან ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი? რა­ტომ ერთხე­ლაც არ მოგ­სვლი­ათ აზ­რად, უშიშ­რო­ე­ბის რო­მე­ლი­მე მუ­შა­კი გა­გეგ­ზავ­ნათ ექ­სპე­რი­მენ­ტი­სათ­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში? დი­სი­დენ­ტებს იმი­ტომ ეკე­რე­ბათ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იარ­ლი­ყი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტი­დან გა­დახ­ვე­ვას რომ ვერ იტანს ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლო­ბა. მე ვხე­დავ სა­შიშ­რო­ე­ბას, არც მე ამ­ცდე­ბა ზე­მოთ­ქმულ პირ­თა ხვედ­რი. ჩემ­თან მჯდო­მი უშ. კო­მი­ტე­ტის პა­ტიმ­რე­ბი­დან ჯერ არა­ვინ გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­გვარ ექ­სპე­რი­მენტზე. ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უშ. კო­მი­ტე­ტი­სას პრო­ტეს­ტით ვპა­სუ­ხობ, რად­გან ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა­ში ვხე­დავ აშ­კა­რა ნე­გა­ტი­ურ მი­კერ­ძო­ე­ბას დი­სი­დენ­ტე­ბის მი­მართ“.

საბჭოთა უშიშროების („კგბ”) საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ 1977 წლის 16 სექტემბერს  გამსახურდიას, ხოლო 28 სექტემბერს  მერაბ კოსტავას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა დაადგინა. სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა  გამსახურდიას  1956 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც ეწერა, რომ გამსახურდია მკურნალობდა ფსიქიატრთან. სწორედ ამ პერიოდში, 1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე ის გადიოდა სასამართლო-ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დასკვნის მიხედვით, გამსახურდია „ღრმად ფსიქოპათიური პიროვნება“ იყო და რომ „წარსულში გადატანილი ჰქონდა შიზოფრენია“.

სწორედ ამ ჩანაწერს ეყრდნობა Facebook-ანგარიში, თუმცა არ იხსენიებს სერბსკის სახელობის ფსიქიატრიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1977 წლის 30 ნოემბრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. დასკვნაში წერია, რომ ის არის „ფსიქოპათიური პიროვნება შეპყრობილი „განდიდების მანიით“ და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა“.  მას არ უდასტურდება დროებითი ფსიქიკური აშლილობაც კი. ამ გარემოებიდან გამომდინარე დაადგინეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია. „სამედიცინო დასკვნის“ ცვლილება და „შერაცხადად“ აღიარება შესაძლოა, მათი დაკავების მიზნით მოხდა. გამსახურდიაც და კოსტავას 1977 წელს დააკავეს.

1977 წლის 31 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, „ფსიქიკურად შერაცხადი“ იყო მერაბ კოსტავაც. კოსტავას დახასიათებაში ვკითხულობთ: „კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება“.

ამდენად, გავრცელებული პოსტი საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებულ ფსიქიატრიულ  დასკვნას ეყრდნობა, მსგავსი დასკვნები საბჭოთა კავშირის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ჩამოშორებასა და გაქრობას ისახავდა მიზნად. აღნიშნული ინფორმაცის გარეშე პოსტის გავრცელებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

Все посты

Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
Дезинформация: Во время обыска дома Андрея Ермака была изъята большая сумма денег и несколько паспортов, в том числе на имя Зеленского
дек 16, 2025
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
В социальных сетях распространяется видео индийского блогера с искаженным переводом
дек 26, 2025
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
Дезинформация: Правительство Британии легализовало браки между кровными родственниками
окт 07, 2025
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
Дезинформация: Кадры врача из больницы «Охматдет» оказались постановочными
июн 26, 2024
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
Дезинформация: Герб Украины на самом деле является хазарским родовым знаком, который ставился на скоте и имуществе
мар 31, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.