Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში პაპ ლეო XIV-ის წარმომავლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პაპ ლეო XIV-ის წარმომავლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

май 13, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლებმა  მსგავსი შინაარსის პოსტები (დაარქივებული ბმულები 1, 2, 3) გაავრცელეს, რომლებსაც თან ახლავს ახალი პაპის ლეონ XIV-ის ფოტო-სურათი წარწერით: „დედით ქართველი ამერიკელი რომის პაპად აირჩიეს, დაუჯერებელი ისტორია“. პოსტებს აღწერაში თან ახლავს სატირული შინაარსის ისტორია, რომლითაც, თითქოს დასტურდება, რომ ახალი პაპი წარმოშობით ქართველია: „1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, გიორგი გაბრიელაშვილმა ოჯახთან ერთად კონსტანტინოპოლში  ქართულ-კათოლიკურ სავანეს შეაფარა თავი, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი ქალიშვილი, მარგარიტა, დაიბადა. მარგარიტა 1940-იან წლებში ამერიკაში გადავიდა და იქ იქორწინა ირლანდიელ-ამერიკელ ჯონ პრევოსტზე. სწორედ მათი შვილია რობერტ ფრენსის პრევოსტი – მომავალი ლეო XIV,  დედის ხაზით ქართველი“. რეალურად, რომის პაპის წარმოშობის შესახებ წყაროებში ქართველი გაბრიელაშვილის ოჯახი არსად ფიგურირებს.

2025 წლის 8 მაისს კარდინალების კონკლავმა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპი აირჩია – კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი, იგივე პაპი ლეო XIV. ეს უკანასკნელი პირველი ამერიკელი პაპია, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ ქართულ სოციალურ მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

მტკიცება, თითქოს პაპი ლეო XIV დედით ქართველია,მ სათავეს Facebook-მომხმარებლის Giorgi Chubinidze-ის სატირული პოსტიდან იღებს. კერძოდ, 9 მაისს გიორგი ჩუბინიძემ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც თითქოს პაპის ქართული წარმოშობის შესახებ ჰყვება ისტორიას. სწორედ ჩუბინიძის პოსტში ვკითხულობთ თავდაპირველად, რომ „1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, გიორგი გაბრიელაშვილმა ოჯახთან ერთად კონსტანტინოპოლში ქართულ-კათოლიკურ სავანეს შეაფარა თავი, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი ქალიშვილი, მარგარიტა, დაიბადა. მარგარიტა 1940-იან წლებში ამერიკაში გადავიდა და იქ იქორწინა ირლანდიელ-ამერიკელ ჯონ პრევოსტზე. სწორედ მათი შვილია რობერტ ფრენსის პრევოსტი – მომავალი ლეო XIV, დედის ხაზით ქართველი“. რეალურად კი, აღნიშნული პოსტი იუმორისტული მიზნებისთვის შეიქმნა – პოსტის დასასრულს მითითებულია, რომ იგი სატირული, სარკასტული და ალეგორიული შინაარსისაა. ამას გარდა, ჩუბინიძე კომენტარებშიც აღნიშნავს შემდეგს:

აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარო წყაროებით არ დასტურდება პაპი ლეო XIV-ის ქართული წარმოშობა. მამამისი მასწავლებელი/აღმზრდელი ლუი მარიუს პრევოსტი ფრანგულ-იტალიური წარმოშობის, ხოლო დედა ბიბლიოთეკარი – მილდრედ მარტინეზი ესპანური წარმოშობისა იყო. კარდინალი რობერტ პრევოსტი ჩიკაგოში, ილინოისში 1955 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. მას ორი ძმა ჰყავს ლუი მარტინ პრევოსტი და ჯონ ჯოზეფ პრევოსტი. რობერტ პრევოსტი ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ კავშირსა და პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში სწავლობდა.

მილდრედ მარტინეზის მშობლები ჯოზეფ მარტინეზი და ლუის ბაკიე იყვნენ. საჯარო წყაროების მიხედვით, მილდრედის მამა დომინიკის რესპუბლიკაში დაიბადა, ხოლო დედა – ნიუ-ორლეანსში. The New York Times-ის თანახმად, ახალი პაპის დედის მხრიდან ბებია-ბაბუები სხვადასხვა ისტორიულ ჩანაწერში შავკანიანებად ან „მულატებად“ არიან მოხსენიებულნი. ისინი, წყაროების მიხედვით, ქალაქის მეშვიდე უბანში (Seventh Ward) ცხოვრობდნენ, რომელიც ტრადიციულად აფრიკული, კარიბული და ევროპული ფესვების მქონე ადამიანებით დასახლებული კათოლიკური რაიონია. საბოლოოდ კი, ჯოზეფ მარტინესი და ლუის ბაკიე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩიკაგოში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ აქ შეეძინათ ქალიშვილი მილდრედ მარტინეზი – პაპის დედა.

The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მილდრედ მარტინეზი ჩიკაგოში ცხოვრობდა და 30-იან წლებში დაქორწინდა ლუი პრევოსტზე. შესაბამისად, რობერტ პრევოსტმაც საკუთარი ბავშვობა ჩიკაგოს გარეუბანში, დოლტონში გაატარა. მილდრედის ცხოვრებაში კათოლიკურ რწმენას ყველაზე არსებითი როლი ეკავა, რამაც რობერტის გზა პაპობამდე მნიშვნელოვნად განაპირობა.

ამრიგად, პაპი ლეო XIV-ის არჩევის შემდეგ მისი წარმოშობის შესახებ დასავლურ სანდო მედიაში, მათ შორის თავად ვატიკანის პრესაშიც, არაერთი საჯარო ინფორმაცია გამოქვეყნდა. მათგან არც ერთში არ ფიგურირებს ქართული წარმოშობა და/ან ამერიკაში მიგრირებული გაბრიელაშვილების ოჯახი.

Все посты

Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
Дезинформация: Илон Маск опубликовал фото 1-долларовой купюры с подзаголовком- «Последний доллар для Зеленского»
ноя 08, 2024
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
Дезинформация: Агентство USAID заплатило американским актерам за визит в Украину
фев 07, 2024
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
Дезинформация: Глава ЦИК Молдовы считает нормальным вмешательство Франции в выборы в стране
авг 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.