Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: დოქტორი ფაუჩი აღიარებს, რომ ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინიდან უსაფრთხოების ტესტირება არცერთზე არ  ჩატარებულა

დეზინფორმაცია: დოქტორი ფაუჩი აღიარებს, რომ ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინიდან უსაფრთხოების ტესტირება არცერთზე არ ჩატარებულა

май 9, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში ანგარიში „Tamuna Tamo”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) აღწერით: „დოქტორი ფაუჩი აღიარებს, რომ ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინიდან არცერთზე არასდროს ჩატარებულა უსაფრთხოების ტესტირება“. პოსტს თან ახლავს გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ფოტო ანაბეჭდი. რეალურად, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ყოფილ დირექტორს, ენტონი ფაუჩის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ The People’s Voice წარსულშიც არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებელია.

Facebook-ანგარიში ეყრდნობა The People Voice-ის სტატიას, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, The People’s Voice ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება. გამოცემის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აქამდე „ჯეოფაქტსსაც“ გადაუმოწმებია.

გამოცემის სტატიაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი წყარო ან მტკიცებულება, რომელიც გაჟღერებულ მტკიცებას დაადასტურებდა. სტატიაში მოყვანილია აშშ-ის ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრის რობერტ ფ. კენედი უმცროსის 2023 წლის ჰილსდეილის კოლეჯში გამართული ღონისძიებიდან ჩანაწერი, რომელშიც ის იხსენებს, როგორ მოუწოდებდა ფაუჩის ეჩვენებინა კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ  ბავშვებისთვის სავალდებულო ვაქცინები უსაფრთხოების სტანდარტებით არის შემოწმებული. კენედის თქმით, ფაუჩის ადვოკატებმა მას განუცხადეს, რომ მსგავსი კვლევა არასდროს ჰქონიათ. ჰილსდეილის ღონისძიების დროს მას არ გაუჟღერებია მტკიცება, რომ  ფაუჩის თქმით, ბავშვთა 72 სავალდებულო ვაქცინიდან უსაფრთხოების ტესტირება  არცერთზე არ ჩატარებულა.

საგულისხმოა, რომ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია  Lead Stories აღნიშნულ თემაზე დოქტორ ფაუჩის დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული მტკიცება უარყო.

ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ვებგვერდზე  ავრცელებს. ვაქცინის ტესტირება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ლაბორატორიაში იწყება, სადაც მკვლევრები წლებს ატარებენ ვაქცინის უნარების შესასწავლად. კვლევის ეტაპების გავლის შემდეგ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) კლინიკური კვლევების მეშვეობით ადამიანებზე ტესტირების რეკომენდაციას გასცემს. კლინიკური კვლევები კი, თავის მხრივ, სამ ფაზად ტარდება:

ფაზა 1: კვლევა ტარდება  20-100 მოხალისეზე უსაფრთხოების, პოტენციური გვერდითი მოვლენებისა და დოზირების შესამოწმებლად;

ფაზა 2: მოიცავს ასობით მოხალისეს საერთო მოკლევადიანი გვერდითი მოვლენებისა და იმუნური პასუხის შესასწავლად;

ფაზა 3: მოიცავს ათასობით მოხალისეს ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენების შესამოწმებლად.

თუ ვაქცინამ ყველა ფაზა წარმატებით გაიარა, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ამოწმებს მონაცემებს და ამტკიცებს მას. თავის მხრივ, FDA არის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებულ შტატებში გამოყენებული ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის ზედამხედველობაზე. FDA-ს წარმომადგენელმა შემდეგი პასუხი გასცა The People’s Voice-ში გამოქვეყნებულ მტკიცებას: „შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილი ყველა ვაქცინა დადასტურებულია კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით. FDA სხვადასხვა სისტემების გამოყენებით მათი ბაზარზე გასვლის შემდეგაც მათი უსაფრთხოების მონიტორინგს აგრძელებს. გარდა ამისა, FDA უზრუნველყოფს, რომ ვაქცინები წარმოებული იყოს მაღალი ხარისხით შემოწმებულ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ სტანდარტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჩარევაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლის გადარჩენაზეა პასუხისმგებელი“.

 

Все посты

Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
Дезинформация: В баре в городе на Аляске, где может состояться встреча Путина и Трампа, появилось «эксклюзивное блюдо мистера Путина»
авг 14, 2025
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
Что мы знаем о ставшем вирусным в соцсетях видео, согласно которому в Гамбурге в школах запрещены уроки музыки?
окт 08, 2025
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
янв 28, 2025
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
окт 04, 2024
Дезинформация: Ряд западных газет обвиняют президента Зеленского в использовании молодежи до 18 лет для участия в боевых действиях
Дезинформация: Ряд западных газет обвиняют президента Зеленского в использовании молодежи до 18 лет для участия в боевых действиях
ноя 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.