Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება

апрель 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელზეც ასახულია ფოტოანაბეჭდი. სურათზე დატანილია რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგის ციტატა: „ჩვენ [იუდეველები] ვაპირებთ გადავაქციოთ ევროპა აზიელებისა და ზ*ნგების შერეულ რასად, რომელსაც მართავენ ებრაელები“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და „კალერგის გეგმის“ შესახებ ფართოდ გავრცელებული კონსპირაციის ნაწილს წარმოადგენს.

 რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგი ავსტრიელ-იაპონელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იყო, რომელმაც პირველად წარადგინა ერთიანი ევროპის გეგმა. კერძოდ, 1923 წელს მან გამოაქვეყნა საკუთარი წიგნი Pan Europa, რომელიც საფუძველს პან-ევროპულ მოძრაობას უდებდა. ამ უკანასკნელის მიზანს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ ერთობაში გაერთიანება წარმოადგენდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ავსტრიელ-იაპონელი პოლიტიკოსის ნაშრომი ევროპაში მშვიდობიანი ფედერაციული ერთეულის შექმნის იდეას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ წიგნში გამოთქმული იდეები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ევროპული კავშირის ფუნდამენტს საკმაოდ ემთხვეოდა. კერძოდ, ის აღწერდა 26 ქვეყნისგან შემდგარ საბაჟო კავშირს საერთო ბაზრითა და მონეტარული ზონით, კონტინენტური პარლამენტით, ერთიანი ვალუტითა და ჰიმნით. პან-ევროპული კავშირი 26 ქვეყანას განიხილავდა, როგორც ერთ მთლიანს და ამავდროულად არ უგულებელყოფდა მათ საშინაო ეროვნულ განსხვავებებს.

რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგის სახელს უკავშირდება „კალერგის გეგმის“ შეთქმულების თეორია. კონსპირაცია „თეთრების გენოციდს“ ეფუძნება და ანტისემიტური, ნაციონალისტური იდეოლოგითაა ჩამოყალიბებული. რეალურად, ე.წ. გეგმა რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგის ნამუშევრის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად, ისტორიკოსების რონალდ კლარკისა და ნიკოლაუს ჰაგენის თანახმად, 1940 წელს ნაცისტური პარტიის ოფიციალური ყოველდღიური გამოშვების Völkischer Beobachter საშუალებით აღმოცენდა. გამოცემის მტკიცებით, კუდენჰოვე-კალერგი „პან-ევროპის კომერციული წინასწარმეტყველი, გადაცმული, შერეული სისხლის საშინელი ადამიანი, რომელიც იმგვარ ევრაზიულ-ნეგროიდული ადამიანების სამყაროზე ოცნებობს, რომელიც ექვემდებარება ებრაელთა ღვთისგან ბოძებულ მმართველობას“. მსგავსი შეფასება, ისტორიკოსების თქმით, კალერგის ნაშრომების არასწორ ინტერპრეტაციასა და აშკარა ფაბრიკაციებს ეფუძნებოდა. კიდევ ერთი ნაცისტური გაზეთის მტკიცებით, კალერგი მასონებისა და „საერთაშორისო ებრაელების“ მიერ იყო მხარდაჭერილი.

„კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ნაცისტებმა, შემდეგ ნეო-ნაცისტებმა, თანამედროვეობაში კი სხვადასხვა ქვეყნის ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებმა/ჯგუფებმა მეინსტრიმულ კონსპირაციად აქციეს. შეთქმულების მიხედვით, კალერგიმ მიგრაციისა და ინტერრასობრივი ქორწინებების საშუალებით თეთრი ევროპული ცივილიზაციის განადგურება დაგეგმა. აღსანიშნავია, რომ „კალერგის გეგმამ“ ინტერნეტ-პოპულარულობა განსაკუთრებით 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის დროს მოიპოვა.

სინამდვილეში, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგიმ „კალერგის გეგმით“ გათვალისწინებული ნაციონალისტური იდეები ნამდვილად ჩამოაყალიბა. კალერგის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორის, მარტინ ბონდის მიხედვით, რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგი საკუთარ ნაშრომებში რასების აღრევის შესახებ საუბრობს, თუმცა სხვაგვარ კონტექსტში. კერძოდ, ბონდის თქმით, კალერგიმ აღწერა ის რეალობა და სიტუაცია, რომელსაც იგი წლების განმავლობაში აკვირდებოდა და რომელიც, მისი აზრით, მომავალშიც მოხდებოდა: „[კალერგი] ობიექტურად აღწერს იმას, რაც უკვე ხდებოდა – რასობრივ აღრევას,  და უფრო მეტად მოხდება, როცა გლობალიზაციის სხვადასხვა ფაქტორი უფრო და უფრო აშკარა გახდება“. ბონდის თქმით, მტკიცება, რომ კელერგი მიზნად თეთრკანიანთა რასის განადგურებას ისახავდა ევროპაში ჩასულ მიგრანტებთან რასის აღრევის გზით, მისი ნაშრომების უხეში და არასწორი ინტერპრეტაციაა.

რეალურად, რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგი 1925 წელს შექმნილ წიგნში „პრაქტიკული იდეალიზმი“ არ აყალიბებს თეთრი რასის განადგურების გეგმას, არამედ განიხილავს რასობრივი ინტეგრაციის პროცესს, რომელიც, მისი ვარაუდით, მომავალში შერეული რასის ადამიანებს შობს:

„მომავლის ადამიანი იქნება შერეული რასის. სივრცის, დროისა და წინასწარი განსჯის გაქრობის შედეგად დღევანდელი რასები და კლასები ნელ-ნელა განადგურდება. ევრაზიულ-ნეგროიდული მომავლის რასა გარეგნულად ანტიკური ეგვიპტელების მსგავსი იქნება და ხალხების განსხვავებულობას ინდივიდუალური განსხვავებულობით ჩაანაცვლებს“.

„კალერგის გეგმის“ კონსპირაციის შესახებ დეზინფორმაცია წარსულში როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს: Politifact, მითების დეტექტორი.

Все посты

В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
авг 07, 2025
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется фейковая обложка Charlie Hebdo
дек 12, 2024
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
Дезинформация: Румынские фанаты вывесили флаг ДНР во время матча с Украиной на Евро-2024
июл 18, 2024
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
Дезинформация: Американская церковь Сатаны благодарит организаторов Парижской Олимпиады
авг 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.