Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: ოფიციალური კიევი არ აღიარებს ახალ პაპს, თუ მას უკრაინის მონაწილეობის გარეშე აირჩევენ

დეზინფორმაცია: ოფიციალური კიევი არ აღიარებს ახალ პაპს, თუ მას უკრაინის მონაწილეობის გარეშე აირჩევენ

апрель 24, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, კიევმა ვატიკანს აცნობა, რომ არ აღიარებს ახალ პაპს, თუ მას უკრაინის მონაწილეობის გარეშე აირჩევენ. პოსტს ახლავს  ზელენსკის რედაქტირებული ფოტო, რომელშიც პრეზიდენტს სასულიერო პირის თეთრი სამოსი აცვია, ფონზე კი ჩანს წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამავდროულად, რომის პაპის არჩევა ვატიკანის კარდინალების კოლეგიის მიერ ხდება და მასში სხვა სახელმწიფოები არ მონაწილეობენ. 

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად რუსულენოვანი ანგარიშების მიერ, ყოველგვარი წყარო მითითების გარეშე, გავრცელდა (1, 2, 3). განცხადების შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. დამატებით, განცხადებას ვერ ვხვდებით ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რომის პაპი ფრანცისკე, რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი ლათინო ამერიკელი ლიდერი, 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ერისკაცობაში  ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპი 2013 წლის მარტში, პაპი ბენედიქტე XVI ტახტიდან გადადგომის შემდეგ გახდა.

ახალ პაპს  კარდინალთა კოლეგია ირჩევს, რომლის წევრებსაც თავად პაპი ნიშნავდა. ახალ პაპის არჩევაში მონაწილეობენ „პაპაბილები“ ანუ ისინი, ვისაც ჯერ 80 წელი არ შესრულებიათ. ტრადიციულად, კონკლავი (კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა) 15-დღიანი გლოვის შემდეგ იწყება. ამჟამად, კოლეგიაში შედის 252 კათოლიკე კარდინალი, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება აქვს 135 აქვს, დანარჩენებს შეუძლიათ მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ დებატებში.  თითოეული კარდინალი ხმას აძლევს სასურველ კანდიდატს მანამ, სანამ პაპი არ იქნება არჩეული, რადგან პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების 2/3-ს პლუს ერთი ხმა ანუ ჯამში 91. კენჭისყრა შეიძლება დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში, თუ წმინდა პეტრეს ტაძრის, სიქსტის კაპელას ბუხრიდან შავი კვამლი ამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ კონკლავი ვერ შეთანხმდა და კენჭისყრა გრძელდება. ხოლო, თეთრი კვამლის ამოსვლა უკვე ნიშანია, რომ ახალი პონტიფექსი  არჩეულია.

თეორიულად, რომის პაპი ნებისმიერი მონათლული კათოლიკე მამაკაცი შეიძლება გახდეს. თუმცა, პრაქტიკაში, კარდინალები თავიანთი რიგებიდან ერთ-ერთს ირჩევენ. 2013 წელს ფრანცისკე გახდა პირველი პონტიფიკოსი, რომელიც წარმოშობით ლათინური ამერიკიდან იყო, რეგიონიდან, რომელიც მსოფლიო კათოლიკეების დაახლოებით 28%-ს შეადგენს. ისტორიული მაგალითებით,  კარდინალები უფრო ხშირად ირჩევენ ევროპელს, განსაკუთრებით იტალიელს. დღემდე არჩეული 266 პაპიდან 217 იტალიელი იყო.

საერთაშორისო მედიები უკვე აქტიურად ასახელებენ სავარაუდო კანდიდატებს. მაგალითად, Reuters-ის მიხედვით,  მომდევნო პაპის სავარაუდო კანდიდატებია: მარსელის მთავარეპისკოპოსი ჟან-მარკ აველინი; უნგრელი  კარდინალი პეტერ ერდე; ბარსელონის არქიეპისკოპოსი ხუან ომელა; არქიეპისკოპოსი ჯოზეფ ტობინი; განელი კარდინალი პიტერ ტურკსონი და სხვ.

პაპის გარდაცვალებას არა ერთი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, გამოეხმაურა და სამძიმარი გამოთქვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ზე დაწერა: „მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მან ცხოვრება ღმერთს, ხალხსა და ეკლესიას მიუძღვნა. მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და ხელი შეეწყო ერთობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ვწუხვართ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!“.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს 22 აპრილს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მეუღლესთან ერთად აპირებს, 26 აპრილს რომის პაპის დაკრძალვას დაესწროს. ამ ეტაპზე, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს სხვა განცხადება არ გაუკეთებია.

Все посты

Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Правда ли, что Антикоррупционное бюро Украины изъяло золотую коляску во время обыска офиса Юлии Тимошенко?
Правда ли, что Антикоррупционное бюро Украины изъяло золотую коляску во время обыска офиса Юлии Тимошенко?
янв 20, 2026
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
май 20, 2025
Дезинформация: Визит принца Гарри к подростку в украинской больнице – постановка
Дезинформация: Визит принца Гарри к подростку в украинской больнице – постановка
апр 17, 2025
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» напечатана карикатура на президента Молдовы Майю Санду
авг 11, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.