Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

март 31, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), გაავრცელა პოსტი სათაურით: „მათთვის, ვისთვისაც “ქალიშვილობა” აღარაა მოდაში! პირველი [პარტნიორისგან] მიღებული გენეტიკური ინფორმაცია გადაეცემა ბავშვს – მიუხედავად იმისა, თუ ვისი გაკეთებულია!“. რეალურად, აღნიშნული თეორია ტელეგონიის სახელითაა ცნობილი. იგი ადამიანებზე არ ვრცელდება და ცრუ მეცნიერებადაა აღიარებული.

ტელეგონია წარმოადგენს თეორიას, რომლის მიხედვით, ქალის მემკვიდრეობითობაზე გავლენას მისი პირველი სქესობრივი კონტაქტი ახდენს (პირველი სექსუალური პარტნიორის გენები გადაეცემა სხვა პარტნიორთან ურთიერთობის შედეგად შეძენილ შვილებს).  თეორია სათავეს ანტიკური საბერძნეთიდან იღებს, კერძოდ, ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს პერიოდიდან. ტელეგონია მე-14 საუკუნის სამეფო ოჯახებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა (ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რატომაც მეფეებს განქორწინებულებზე ქორწინება ეკრძალებოდათ), პოპულარული იყო მე-19 საუკუნეშიც, როგორც მეცნიერული ჰიპოთეზა (ვარაუდი, რომელიც არ არის დამოწმებული). საბოლოოდ კი, მე-20 საუკუნის დასაწყისში გენეტიკის შესწავლასთან ერთად ტელეგონია მეცნიერულად უარყვეს. სინამდვილეში, ტელეგონია ადამიანებზე არ ვრცელდება, ფსევდომეცნიერებაა და მემკვიდრეობითობის მსგავსი პრაქტიკის არსებობა მხოლოდ ხილის ბუზების შემთხვევაში დასტურდება.

უფრო კონკრეტულად, 2014 წელს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაკვირვება აწარმოებს ხილის ბუზებზე (Neriidae). შედეგად დადგინდა, რომ მდედრი ხილის ბუზის მოუმწიფებელი კვერცხები პირველი სქესობრივი პარტნიორის სპერმის მოლეკულებს შეიწოვენ, რაც მათ მემკვიდრეობაზე ახდენს გავლენას. მეცნიერები მიუთითებენ, რომ გენეტიკის მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ Neriidae-ს სახეობებში შეინიშნება და მისი ცოცხალი ორგანიზმის სხვა სახეობებზე განზოგადების საფუძველი არ არსებობს.

ტელეგონიის არსებობა ადამიანის სახეობაში ასევე ყალბია უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე განხილვის შემთხვევაში. ციტოპლაზმური მემკვიდრეობა წარმოადგენს ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან–თვისებების გადაცემას ბირთვგარეშე, ციტოპლაზმაში არსებული მემკვიდრეობითი ფაქტორების მეშვეობით. კვერცხუჯრედის ფორმირებისა და მომწიფების პროცესში, რომელსაც ოოგენეზი ეწოდება, მხოლოდ ქალის ორგანიზმი მონაწილეობს. შედეგად, ქმნის უჯრედს, რომელიც გენეტიკურ მასალასა და ქრომოსომებს აერთიანებს. სწორედ აღნიშნულ მომწიფებულ უჯრედს გამოყოფს ქალის სხეული ოვულაციის დროს ფალოპის მილში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი განაყოფიერება შესაძლებელი.

რაც შეეხება გენეტიკას, არაოვულირებულ, ანუ საკვერცხეში, და არა ფალოპის მილში, არსებულ კვერცხუჯრედებთან სპერმას წვდომა არ აქვს.  სპერმატოზოიდი, რომელიც ქალის სხეულში ხვდება, საშვილოსნოს ყელიდან ფალოპის მილისკენ მიემართება. 100 მილიონამდე გამოყოფილი სპერმატოზოიდიდან ფალოპის მილამდე მხოლოდ 10,000 აღწევს. სპერმას ფალოპის მილში, სადაც სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედის გათავისუფლებას (ოვულაციის დროს კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ფალოპის მილში გადადის) ელოდებიან, გადარჩენა მხოლოდ 48 საათი შეუძლია. კვერცხუჯრედის გაუნაყოფიერების შემთხვევაში, სპერმა კვდება და მენსტრუალური ციკლის დროს ფოლიკულის ჩამოშლასთან ერთად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ამრიგად, ქალის ორგანიზმიდან გამოიდევნება ყველა ის გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც მამაკაცის სპერმა შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ტელეგონიის შესახებ მტკიცებები წარსულშიც გავრცელებულა 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის – „მამრობითი მიკროქიმერიზმი მდედრი ადამიანის ტვინში“ – საფუძველზე. სინამდვილეში, აღნიშნული კვლევა მანიპულირებულად იქნა ინტერპრეტირებული. უფრო კონკრეტულად, მიკროქიმერიზმი წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ერთი ადამიანის ორგანიზმში მეორე ადამიანის უჯრედების გარკვეული ნაწილი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ნამდვილად აღნიშნულ ფენომენს იკვლევდა, მდედრის ტვინში მამრობითი სქესის უჯრედების არსებობის საფუძვლად სქესობრივი კავშირი არ დასახელებულა. კვლევის მიხედვით, მიკროქიმერიზმის ფენომენს ისეთი მიზეზები განაპირობებს, როგორიცაა ჩამოუყალიბებელი მამრობითი სქესის ტყუპის არსებობა, დედის ორგანიზმში უფროსი ძმისგან დარჩენილი და მდედრობითი სქესის ნაყოფზე გადაცემული უჯრედები, მამრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობა, ან ორსულობის სპონტანური შეწყვეტა. ზოგადად, კვლევის ავტორის, ჯეი ლი ნელსონის თქმით, მდედრ ორგანიზმში მამრობითი სქესის უჯრედები მეტწილად ორსულობის შედეგია. ნელსონისვე განცხადებით, მტკიცებას, რომ სქესობრივი კავშირის შედეგად მდედრობით ორგანიზმი პარტნიორის დნმ-ს ინარჩუნებს, სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ სპეკულაციაა. აღნიშნულის არგუმენტად კვლევის ავტორი 2005 წელს ჩატარებულ კვლევას იხსენებს. კერძოდ, კვლევა ჩატარდა ისეთი 120 ქალის სისხლზე, რომელთაც ბიჭი შვილი არ ჰყავდათ. შედეგად, მათ 21%-ში გამოვლინდა კაცის დნმ-ის არსებობა. ნელსონის თქმით კი, ტელეგონია რომ რეალურად არსებობდეს, ეს რიცხვი ბევრად მაღალი იქნებოდა. დამატებით, მკვლევარი უილამ ჩენი Reuters-თან აცხადებს, რომ სქესობრივი კონტაქტით მიკროქიმერიზმის გამოწვევა საფუძველს მოკლებული და ამ დრომდე მეცნიერულად დაუმტკიცებელია.

ამდენად, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ტელეგონია ადამიანის ორგანიზმზე არ ვრცელდება.

Все посты

Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
Дезинформация: На обложке французского журнала «Шарли Эбдо» опубликована очередная карикатура на Зеленского
фев 18, 2026
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины
окт 29, 2025
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
Дезинформация: Компания «Кока кола» прислала в Украину мобильные морги
ноя 21, 2024
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатура на президента Украины Владимира Зеленского
ноя 10, 2025
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
Дезинформация: Генсек НАТО угрожает Дональду Трампу
ноя 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.