Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
დეზინფორმაცია: ვიდეოში სირიის მთავრობის მიერ ქრისტიანის დახვრეტა ჩანს

დეზინფორმაცია: ვიდეოში სირიის მთავრობის მიერ ქრისტიანის დახვრეტა ჩანს

март 17, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Ложь

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც, მათი მტკიცებით, სირიაში „მთავრობაში მოსული ტერორისტების მიერ ჯვარზე გაკრული ქრისტიანის დახვრეტაა“ ნაჩვენები. რეალურად, აღნიშნული ვიდეო 2015 წელსაა გადაღებული და მასზე ისლამის არმიის მიერ  „უმას არმიის“ ლიდერის, აბუ ალი ხაბიას მკვლელობა ჩანს.

ვიდეოსთან დაკავშირებული დეტალების დასადგენად, „ჯეოფაქტსი“ „არაბული ფაქტების გადამმოწმებელ ქსელს“ დაუკავშირდა. საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ვიდეოზე ზემოთ ნაწილში, ნაცრისფერ ფონზე „Army of Islam-ის ლოგოა დატანილი. ქვედა ნაწილში ბანერზე კი იკითხება წარწერა: „აბუ ალი ხაბია“.

ვიდეო 2015 წლის 1 სექტემბრით თარიღდება, როცა სირიაში, რიფ დიმაშქის პროვინციაში „ისლამის არმიის“ წევრმა „უმას არმიის“ ლიდერი აბუ ალი ხაბია მოკლა. მის მკვლელობას წინ უსწრებდა „ისლამის არმიის“ სამხედრო კამპანია „უმას არმიის“ დასაშლელად, ასადის რეჟიმთან თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ ღუტაში ნარკოტრაფიკში მონაწილეობის ბრალდებების მოტივით. „ისლამის არმიის“ მიხედვით მისი მკვლელობის მიზეზად დამასკოში ბრძოლაში მონაწილეობა დასახელდა, როცა ხაბიამ მხარდამჭერებთან ერთად ისლამის არმიის მიერ დაწესებული “წითელი ხაზები” გადაკვეთა.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო და აჰმედ ალ-შარას ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში ისლამისტური გარდამავალი მთავრობა მოვიდა, 2025 წლის მარტში ალ-შარას ხელისუფლებას დაქვემდებარებულ უსაფრთხოების ძალებსა და ასადის მომხრეებს შორის ყველაზე სისხლიანი და ძალადობრივი დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირება დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქებში – ლატაკიასა და ტარტუსში დაიწყო. დასავლეთ სირიაში მდებარე ეს სანაპირო რეგიონი ალავიტი უმცირესობით მჭიდრო დასახლებულ ადგილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბაშარ ალ-ასადი, ისევე როგორც მისი მამა, სწორედ ალავიტებს მიეკუთვნებოდნენ და ეს დასახლებები მისი ძალაუფლების  მხარდამჭერ კერას წარმოადგენდა.

ასადისა და სირიის ამჟამინდელ მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ძალებს შორის დაწყებული შეტაკებები მალევე გადაიზარდა კომუნალურ და შურისძიების მკვლელობებში, რასაც რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვასირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის 9 მარტის განცხადების მიხედვით, მათ მასობრივი ხოცვის 39 შემთხვევაში და სხვა ინდივიდუალური სიკვდილით დასჯის შემთხვევებში 973 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი  დააფიქსირეს, რომლებიც მათი თქმით,  სირიის სანაპირო ზოლსა და ლატაკიის მთებში სამხედრო და უსაფრთხოების ძალებმა ჩაიდინეს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 1400-ზე მეტია, თუ ამ სტატისტიკაში, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, შეტაკებების შედეგად დაღუპულ 231 უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელსა და 250 ალავიტ მებრძოლსაც განვიხილავთ (ვრცლად იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

 

 

Все посты

Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
Дезинформация: Избирательные машины на выборах в США фальсифицировали в пользу Камаллы Харрис голоса, данные за Дональда Трампа
ноя 05, 2024
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
Фигурирует ли Эммануэль Макрон в файлах Эпштейна?
янв 25, 2026
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
Дезинформация: Трамп и Джеффри Эпштейн зафиксированы на видео на фоне малолетних девочек
июл 23, 2025
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
Дезинформация: Камалла Харрис в молодости занималась проституцией
июн 26, 2024
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
фев 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.